ჩემი პროექტის პორტფოლიო ,,მოგზაურობა დადიანების სასახლეში“
ტრენინგის VII დღე
19.09
დღეს გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას, განმავითარებელ შეფასებას და შეფასების სქემის ნიმუშებს.,ასევე, ბლუმისა და გარდნერის მატრიცას.
ტრენინგის VI დღე
17.09
დღეს გავეცანით შეფასების სქემებს, ცალკ-ცალკე განვიხილეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებები, გავეცანით შეფასების რუბრიკებს, გადავხედეთ მოსწავლეთა ნამუშევრებს თავიდან, რომ ახლებურად მოვახდინოთ მისი შეფასება და შევქმნათ შეფასების სქემები
მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია
ტრენინგის დღე IV
11.09
დღეს დავასრულეთ მუშაობა პროექტის პრეზენტაციაზე. გავეცანით, შეფასების სქემებსა და რუბრიკებს და ვიწყებთ მუშაობას მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებაზე.
ტრენინგის III დღე
09.09
დღეს შევავსეთ პროექტის გეგმა , გავეცანით ერთმანეთის გეგმებს და მივეხცით შენიშვნები. ასევე, გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.
ტრენინგის II დღე
07.09
ძალიან საინტერესო დღე იყო, გავეცანით სასწავლო პროექტის შექმნის შაბლონს, ასევე, პროექტის პრეზენტაციის მომზადების შაბლონს, საინტერესო იყო თითოეული მათგანის შინაარსობრივი მხარე, ძალიან ბევრი სიახლე გავიგეთ.
დავალებად გვაქვს პროექტზე მუშაობა და პროექტის პრეზენტაციაზე ფიქრი.
ტრენინგის I დღე-
05.09
დღეს დავიწყე ტრენინგი, ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, რადგანაც ძალიან საინტერესო კურსია და არაჩვეულებრივი ტრენერი გვყავს.
მე ვფიქრობ, რომ ის, რაც მოცემული სასწავლო კურსით არის დაგეგმილი, ძალიან საინტერესოა და დამეხმარება პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდაში.
ძალიან დიდი მადლობა ტრენინგის ავტორებს.
მაკა დავათვალიერე შენი პორთფოლიო,მომეწონა.ზუსტად პასუხობ პროექტის მოთხოვნებს.
ОтветитьУдалитьდავათვალიერე თქვენი პორტფოლიო ძალიან მომეწონა.
ОтветитьУдалить