(პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა)
სსიპ - ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის
N2 საჯარო სკოლა
მაკა მამალაძე მარიამ არეშიძე
ნათია თავართქილაძე
მრავალფეროვანი გაკვეთილების გავლენა მოსწავლეთა მოტივაციაზე
2018 წელი
სარჩევი
შესავალი ........................................................................................................................................................................ 4 თავი 1. საკვლევი საკითხის მიმოხილვა .................................................................................................................. 4
1.1 ინფორმაცია სკოლის შესახებ ............................................................................................................................... 4
1.2. პრობლემის იდენტიფიცირება ........................................................................................................................... 4
1.3. საკითხის აქტუალობა .......................................................................................................................................... 4
1.4. კვლევის მიზანი..................................................................................................................................................... 6
1.5. კვლევის სტრუქტურა ........................................................................................................................................... 6
1.6. ძირითადი დასკვნები........................................................................................................................................... 7 თავი 2. პრაქტიკული კვლევის არსი ......................................................................................................................... 7 თავი 3. ლიტერატურა ................................................................................................................................................. 8 თავი 4. კვლევის დიზაინი ........................................................................................................................................ 24
4.1. საკვლევი საკითხის კითხვები .......................................................................................................................... 24 მშობლის ანკეტირება ............................................................................................................................... 24 მოსწავლეების ანკეტირება ...................................................................................................................... 24 კითხვარი პედაგოგებისთვის .................................................................................................................. 25
4.2. კვლევის სამიზნე ჯგუფი ................................................................................................................................... 25
4.3. კვლევის მეთოდები ............................................................................................................................................ 26 4.4. კვლევის ვადები .................................................................................................................................................. 26 თავი 5. კვლევის შედეგები ....................................................................................................................................... 27
5.1. მონაცემთა ანალიზი ........................................................................................................................................... 27
5.2. ძირითადი მიგნებები ......................................................................................................................................... 39 5.3. ინტერვენციები: ................................................................................................................................................... 40 თავი 6. ინტერვენციების შეფასება .......................................................................................................................... 40
6.1. ინტერვენციების შეფასების მეთოდი (ისტორიი პედაგოგი ნათია თავართქილაძე) ............. 40
6.2. ინტერვენციების შეფასება ................................................................................................................................. 42
თავი VII. რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები ....................................................................... 52
7.1. რეკომენდაციები ................................................................................................................................................. 52 7.2. კვლევის ნაკლოვანებები .................................................................................................................................... 53 თავი VIII. დასკვნა ...................................................................................................................................................... 53 ბიბლიოგრაფია ........................................................................................................................................................... 53 დანართი 1 ................................................................................................................................................................... 54 დანართი 2. .................................................................................................................................................................. 55 დანართი 3. .................................................................................................................................................................. 57 რეფლექსია .................................................................................................................................................................. 57 ნათია თავართქილაძე ............................................................................................................................................... 58 მაკა მამალაძე .............................................................................................................................................................. 59 მარიამ არეშიძე ........................................................................................................................................................... 59
შესავალი
მაღალი სააზროვნი უნარების განვითრება სკოლის მთავარი პრიორიტეტია. სამწუხაროდ, ვერ
ხერხდება ყველა მოსწავლესთან ერთნაირ შედეგზე გასვლა, რადგან მათ სხვადასხვანაირად აქვთ განვითარებული შესაძლებლობები, ჩვენ გადავწყვიტეთ ვიკვლიოთ აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები და, შეძლებისდაგვარად, დავსახოთ მათი გადაჭრის გზები.
თავი 1. საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.1 ინფორმაცია სკოლის შესახებ
სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა მდებარეობს გურიის რეგიონის ქალაქ ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა N9-ში. სკოლა მრავალრიცხოვანია, აქ სწავლობს 935 მოსწავლე, დასაქმებულია 75 პედაგოგი,მათ შორის 35 უფროსი პედაგოგია. დაწყებითი საფეხურზე I-VI 18 კლასია, ხოლო VII-XII 16 კლასი.
საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე მუშაობს 8 პედაგოგი. მათ შორის 4 უფროსი მასწავლებელია. კათედრის 3 წევრმა ნათია თავართქილაძემ, მაკა მამალაძემ და მარიამ არეშიძემ(სამივე უფროსი მასწავლებელი) გადავწყვიტეთ მოცემული კვლევის განხორციელება. მაკა მამალაძე ისტორიას ასწავლის -VII, IX და X კლასებს. ნათია თვართქილაძე ისტორიას ასწავლის V,VII,X და XI კლასებს. მარიამ არეშიძე ისტორიას ასწავლის V,VI,VII,VIII და X კლასებს.
1.2. პრობლემის იდენტიფიცირება
მოგეხსენებათ ესგ-ს მიხედვით, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება ისტორიის გაკვეთილზე აუცილებელი კომპონენტია. ისტორიის ყველა პედაგოგი საკმაო დროს ვუთმობთ ამ უნარების განვითარებას. თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნულ აქტივობებში ვერ ან ნაკლებად ერთვება ზოგიერთი (დაბალი აკადემიური მოსწრების) მოსწავლე. ასევე საგაკვეთილო დრო ნაკლებად იძლევა იმის საშუალებას , რომ მასწავლებელმა ერთნაირად დატვირთოს და დაუთმოს დრო სხვადასხვა ტიპის მოსწავლეებს. სიტუაციას ართულებს მრავალრიცხოვანი კლასი, სადაც არის სხვადასხვა ტიპის მოსწავლეები.
1.3. საკითხის აქტუალობა
ესგ-ს მიხედვით, პედაგოგმა ყველა მოსწავლეს უნდა მისცეს საშუალება გამოავლინოს და განავითაროს სხვადასხვა სააზროვნო უნარები. თემა აქტუალურია, რასაც დაემატა საერთო ინტერესი პრობლემისადმი. ამ საკითხზე არაერთი შეხვედრა მოვაწყეთ კათედრაზე. გავცვალეთ გამოცდილება, დავგეგმეთ და განვახორციელეთ სხვადასხვა აქტივობები, თუმცა, პრობლემა მაინც აქტუალურია. ეს პრობლემა სხვადასხვა საგნის პედაგოგებსაც აწუხებთ. ჩვენ ვაპირებთ კონსტრუქციულ და პრაქტიკულ სამუშაოებს ამ თემაზე. ჩვენ დიდი ხანია გვაწუხებს მოსწავლეთა ნაწილის ინდეფერენტული დამოკიდებულება სწავლისადმი. 5-6 კლასებში მოსწავლეები შედარებით მოტივირებულები არიან, მაგრამ
შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო თანდათანობით მათი სწავლის ხარისხი მკვეთრად იკლებს.
ხშირად გვიფიქრია, რომ ასეთ მოსწავლეებს შეიძლება სკოლის გარეთ ჰქონდეთ არასახარბიელო და მძიმე სოციალური ან ოჯახური გარემო, რაც დამთრგუნველად მოქმედებს მათ ფსიქიკასა და სწავლაზე. ამის მაგალითები ჩვენს რეალობაში ბევრია. ან შესაძლებელია ზოგიერთ მოსწავლეს ჰქონდეს განსხვავებული შესაძლებლობები.
გაკვეთილებზე და სხვადასხვა სასკოლო აქტივობებში ძალიან. შესამჩნევია ამ მოსწავლეთა
ინერტულობა, რაც მაგალითისთვის ნამდვილად ვერ გამოადგება თანაკლასელებს.
როცა მოსწავლე სისტემატურად მოუმზადებელია, ხშირად გავსაუბრებივართ და
გვიკითხავს მიზეზები; აღმოჩენილა უსწავლელობის მიზეზი ოჯახური მდგომარეობა, რიგ შემთხვევაში დედ-მამა გაშორებულები არიან, ან საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მეურვეები კი ვერ ახერხებენ მათთვის სათანადო სასწავლო პირობების შექმნას, რაც მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე უარყოფითად აისახება.
კვლევაში გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ასევე, მნიშვნელოვან კომპონენტზე- გარემო ფაქტორების ან სასკოლო-საკლასო გარემოს ზემოქმედებაზე სხვადასხვა კატეგორიის (განსაკუთრებით დაბალი აკადემიური მოსწრების) მოსწავლეებზე. ასევე მიზეზი შეიძლება იყოს აგრესია, რასაც დადგენა და კვლევა-ძიება სჭირდება.
გვინდა აქცენტი გავაკეთოთ იმ დადებით და უარყოფით ცვლილებებზე, რასაც მოსწავლე
განიცდის სკოლაში.
ეს პრობლემები ორმაგ პასუხიმგებლობას გვანიჭებს მოსწავლეების მიმართ. ჩვენი მიზანია,
გარდა დიფერენცირებული სწავლებისა, მოვახდინოთ სოციალური ინტეგრირება, ვიპოვოთ და განვავითაროთ მათი ძლიერი მხარეები, უნარები, გავუღვივოთ მოტივაცია სწავლისადმი, ჩავატაროთ კონკრეტული გამოკითხვა კონკრეტულ საკითხებზე, დავადგინოთ მიზეზები, ვიმუშაოთ დამატებით მოსწავლეებთან, კოლეგებთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ პრობლემის აღმოფხვრა.
საჭროებიდან გამომდინარე შესაცვლელია სწავლების სტრატეგიები, სხვადასხვა მოსწავლის უნარებზე მორგებული დავალებების შედგენა, ასევე საგაკვეთილო პროცესში სახალისო ელემენტების შეტანა. მეტი ყურადღების გამახვილება ფუნქციურ ცოდნაზე.
ისტორიის გაკვეთილის დაგეგვმისას, ხშირად ვფიქრობთ აქტივობების შერჩევაზე. ვიყენებთ, წყაროზე მუშაობას, რუკაზე მუშაობას, დისკუსიას და დებატებს. ეს ისეთი ტიპის აქტივობებია, რომლებიც მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზეა მიმართული. თუმცა, ამ ტიპის აქტივობების დაგეგვმისას დავალებებს ვალაგებთ მარტივიდან რთულისაკენ, ეს კი ხელს უწყობს დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების ჩართვას საგაკვეთილო პროცესში. ამ აქტივობებით ასეთი ტიპის მოსწავლეები მხოლოდ გაკვეთილზე შესასრულებელი პრაქტიკული სამუშაოებით შემოიფარგლებიან ხოლმე, მაგრამ საშინაო დავალებას როცა ვაძლევთ, უკვე პასიურები ხდებიან. ის რაც ინდივიდუალურ მუშაობას მოითხოვს, ნაკლებად საინტერესო ხდება მათთვის. თუმცა, ვცდილოთბ დავალებები ინტერესების სფეროს გათვალისწინებით შევადგინო. პრობლემა რაშია? სწორედ ამ კითხვამ გადაგვაწყვეტინა აღნიშნული კვლევის დაწერა.
პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მაღალ კლასებში, სადაც ბევრი მოსწავლე სწრაფად და კარგად ახერხებს სხვადასხვა სამუშაოს შესრულებას მაშინ, როცა მოსწავლეთა მცირე ნაწილი ვერ ახერხებს აყვეს ვერც ტემპს და ვერც ხარისხს.ამ დროს ხდება მათი დათგუნვა, დემოტივაცია. კითხვა-პასუხის, პრეზანტიის დროს აქტიურობენ უკეთ მომზადებული მოსწავლეები და ეს ერთგვარ ბარიერს ქმნის სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეთა შორის.
როდესაც საშინაო დავალებად ან შემაჯამებელი სამუშაოს ფორმად ავირჩიეთ ნახატების, ჩანახატების, პროექტული სწავლების ფორმა, მოსწავლეთა ამ ნაწილმა უკეთ გამოავლინა საკუთარი „ფარული“ შესაძლებლობები. მიუხედავად ამ საკითხზე ხშირი მუშაობისა პრობლემა მაინც აქტუალური რჩება.
1.4. კვლევის მიზანი
დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების ნაკლებად განვითარების მიზეზების დადგენა, პრობლემის ანალიზი და გაუმჯობესების გზების ძიება ისტორიის გაკვეთილზე.
1.5. კვლევის სტრუქტურა
1) შესავალი
2) საკვლევი თემა და მიზანი
3) პრობლემის იდენტიფიცირება
4) საკვლევი საკითხის აქტუალობა
5) კვლევის მიზანი
6) მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ
7) კვლევის სტრუქტურა
8) ძირითადი დასკვნები
9) ლიტერატურის მიმოხილვა
10) საკვლევი სამიზნე ჯგუფები
11) კვლევის მეთოდები
12) საკვლევი საკითხის კითხვები
13) კვლევის ვადები
14) კვლევის შედეგები
15) მონაცემების ანალიზი
16) ძირითადი მიგნებები
17) ინტერვენციები და მათი შეფასების მეთოდები
18) ინტერვენციების შეფასება
19) რეკომენდაციები
20) კვლევის ნაკლოვანებები
21) დასკვნა
22) ბიბლიოგრაფია
23) დანართი
1.6. ძირითადი დასკვნები
ჩვენი აზრით, მოსწავლეები იმიტომ ვერ ერთვებიან სასწავლო პროცესში რომ მათ მიმართ
დიფერენცირებული მიდგომები რთულია. მუშაობა გვიწევს მრავალრიცხოვან კლასებთან და ეს კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას. გარდა ამისა, მათ დაინტერესებას ვერ ვახერხებთ. გვჭირდება სხვადასხვა აქტივობები და სტრატეგიები. სასწავლო პროცესის გახალისება, პროექტული სწავლება, თანამშრომლობითი უნარების განვითარება, ურთიერთსწავლის წინ წამოწევა, საგნის საჭიროების დანახვება.
თავი 2. პრაქტიკული კვლევის არსი
პრაქტიკული კვლევა ჩვეულებრივი ტრადიციული კვლევისაგან განსხვავებით გულისხმობს ინტერვენციების განხორციელებას, შემდეგ მათ შეფასებასა და რეკომენდაციების შემუშავებას. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული კვლევა ბუნებრივ ანუ მასწავლებლისათვის ჩვეულებრივ სამუშაო გარემოში ხორციელდება. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ამოსავალი წერტილია სამუშაოს დროს სწავლებისას წარმოქმნილი პრობლემები და მისი ანალიზი. მნიშვნელოვანია, რომ ანალიზისას მოსწავლეთა მიღწევები მთავარი საკვლევი თემაა. კონკრეტულ შემთხვევაში შემაჯამებელი დავალებების შესრულების დაბალი ხარისხი სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის. ძალიან საინტერესოა ამ კუთხით ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების კვლევებისა და მოსაზრებების გაცნობა, ასევე წარმატებული კოლეგების გამოცდილების გაზიარება, რათა კვლევა წარიმართოს სწორად და არ ავცდეთ მიზანს. კვლევის მეთოდები და ინსტრუმენტები ძირითადად თვისობრივია, თუმცა გამოყენებული ანკეტირება რაოდენობრივი კვლევის მეთოდს მიეკუთვნება. მონაცემთა ერთობლიობის ანალიზისა და დამუშავების შემდეგ პრაქტიკული კვლევის მნიშვნელოვანი ეტაპი ხორციელდება და ესაა ინტერვენციები. მასწავლებელი ერევა პროცესში მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით. თუმცა ესეც არაა ბოლო ეტაპი აუცილებელია გაანალიზდეს მეორადი მონაცემები, ანუ ის შედეგები, რაც მიიღწა განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, შემუშავდეს რეკომენდაციები, შეჯამდეს პროცესი და დაიწეროს დასკვნა, რომელიც თავის მხრივ ახალი საკვლევი საკითხის ჩამოყალიბებაში მოგვეხმარება. და ბოლოს, კვლევა, თუ სამაგიდო კვლევად დარჩება იგი არაფრის მომცემი იქნება, მნიშვნელოვანის იგი გასაჯაროვდეს სასკოლო თემში და გაანალიზდეს მისი შედეგები. პრაქტიკული კვლევის არსი სწორედ ასე მაქვს დანახული.
თავი 3. ლიტერატურა
პიროვნების ფორმირების საკითხში დიდი ადგილი ეთმობა წრესა და გარემოს , სადაც ის იზრდება. ,,ადამიანს ქმნის ბუნება, მაგრამ განავითარებს და აყალიბებს საზოგადოება. აღზრდის იარაღი და შუამავალი უნდა იყოს სიყვარული, ხოლო მიზანი- ადამიანობა. რადგან მოქმედების ყველა სფეროში საზოგადოებრივი იერარქიის ყოველ საფეხურზე ადამიანის მთავარი ამოცანაა-ადამიანობა.”
(ბესარიონ ბელინსკი, შრომები IX .ბათუმი 2007.გვ-90-93 ).მე სავსებით ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ყოველივე საქციელის სათავე უნდა იყოს სიყვარული .ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარე არის კლასში კეთილგანწყობილი, ურთიერთპატივისცემასა და თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული გარემოს შექმნა. ილია ჭავჭავაძეს კი მიაჩნია ,რომ მეცნიერება რელიგიის გარეშე არაფერია და მათ შორის ხიდი არის სიბრძნე. (ი. ჭავჭავაძე. ,,სრული განათლების ადეპტი”. შრომები IX. ბათუმი 2008. გვ.46). ისტორიის სახელმძღვანელოებში მრავლადაა რელიგიასთან დაკავშირებული თემები. მე ვცდილობ მაქსიმალურად მივაწოდო ინფორმაცია მათთვის საინტერესო და აუცილებელ საკითხებზე. თანაც მიმაჩნია რომ, ქრისტიანმა უნდა იცოდეს რელიგიური ტერმინოლოგია და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საკითხები.
უკვე აღარავინ დავობს იმაზე, რომ განწყობასა და მოტივაციას დიდი მნიშვნელობა პიროვნების ფორმირების პროცესში. განათლების ფსიქოლოგები სწავლის მოტივაციის განხილვისას ორ ძირითად ფაქტორს გამოყოფენ – შინაგანსა და გარეგანს. შინაგანი მოტივაცია ამა თუ იმ საკითხის/საგნის შესწავლის სურვილიდან გამომდინარეობს. ის მოსწავლის თანდაყოლილ ინტერესებზე, კომპეტენციის ზრდისა და საკუთარი თავის სრულყოფის მოთხოვნილებაზეა დამოკიდებული. ასეთი მოსწავლის მიზანი ჯილდოსა თუ დადებითი შეფასების მიღება არ არის. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მასწავლებლებმა სწორედ შინაგანი მოტივაციის გასაძლიერებლად არ უნდა დაიშურონ ძალისხმევა, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად პირიქით ხდება – სწორედ გარე ფაქტორების მეშვეობით ცდილობენ აამაღლონ მოსწავლეთა წარმატების მოტივაცია.
მნიშვნელოვანია, თითოეულ მოსწავლეს სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოების ნაწილად ვაგრძნობინოთ თავი, შევუქმნათ ღია, პოზიტიური ატმოსფერო საკუთარი მისწრაფებებისა და მონაცემების გამოსავლენად.
ამასთან დაკავშირებით განათლების ფსიქოლოგიის სპეციალისტები გვირჩევენ, მეტი
ყურადღება მივაქციოთ მოტივაციის ზოგიერთ ფაქტორს. მაგალითად: კუთხით.
(სწავლის მოტივაცია-თეორია და სტრატეგიები. მარიკა სიხარულიძე 2013 წლის 1 აპრილი).
Maswavlebeli.ge ,, დადებითი უკუკავშირი დადებით უკუკავშირად შეიძლება მივიჩნიოთ ქება, წახალისება, განმავითარებელი და არა განმსაზღვრელი შეფასება, რომელიც მოსწავლის მიღწევებს გაუსვამს ხაზს და არა მარცხს. განმავითარებელი შეფასება კომპლექსურს. ყოველგვარი წარუმატებლობა თუ შეცდომა კი უნდა შეფასდეს სწავლის განუყრელ კომპონენტად და განიხილებოდეს არა ნეგატიური, არამედ დადებითი კუთხით, ანუ შეცდომების გამოსწორების საშუალებად. შესრულებადი ამოცანების დასახვა სპეციალისტები გვირჩევენ, მოტივაციის ასამაღლებლად მოსწავლეებს დავუსახოთ მარტივი, შესრულებადი ამოცანები; ნაბიჯ-ნაბიჯ ავუმაღლოთ ცოდნა, შევძინოთ ესა თუ ის უნარი. კომპლექსური, ძნელად შესასრულებელი, დაუძლეველი ამოცანები სწავლის მოტივაციას მხოლოდ ვნებს. რეალისტური, მოსწავლის ინტერესებზე დაფუძნებული თემატიკა მოსწავლის შინაგანი მოტივაციის ასამაღლებლად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ კიდევ ერთ ფაქტორს: სასწავლო მასალა ზედმიწევნით უნდა ასახავდეს მათ რეალურ ცხოვრებას, შერჩეული უნდა იყოს ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით. არჩევანის უფლების მინიჭება მოტივაციის სტიმულირებისას გადამწყვეტ ფაქტორად გვევლინება მოსწავლისთვის ერთგვარი ავტონომიის მინიჭება. მას უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება. მაგალითად, სასურველია, მოსწავლეს მსგავსი თემატიკის ტექსტებიდან, ამოცანებიდან და სხვ. ერთ-ერთის არჩევის უფლება უფლება ჰქონდეს. ამით მას სწავლის პროცესში თანამონაწილეობისა და ჩართულობის შეგრძნებასაც გავუღვივებთ. კუთვნილების შეგრძნების გაღვივება ვინაიდან კუთვნილების შეგრძნება ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებაა, ამ შეგრძნების გაღვივება მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსწავლის შინაგანი მოტივაციის ასამაღლებლად. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომლებსაც სკოლისადმი, კლასისადმი, საზოგადოდ, აკადემიური გარემოსადმი კუთვნილების შეგრძნება აქვთ, გაცილებით უკეთ ართმევენ თავს სასწავლო პროცესს. მასწავლებლები, რომლებიც უქმნიან მოსწავლეებს ღია, თავისუფალ, მყუდრო, ენთუზიაზმსა და პოზიტიურ დამოკიდებულებაზე აგებულ სასწავლო გარემოს, ამით კუთვნილების შეგრძნებასაც უღვივებენ მათ. მხარდაჭერაზე დაფუძნებული ურთიერთობა მზრუნველობასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული ურთიერთობა, რომელსაც მასწავლებელი უყრის საფუძველს, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სწავლის მოტივაციის ასამაღლებლად. მასწავლებელს უნდა შეეძლოს აღსაზრდელებთან კომუნიკაცია, თანაგრძნობისა და სიმპათიის გამოხატვა.
“ურჩი” მოსწავლეებისთვის სასწავლო სტრატეგიების შემუშავება დაბალი აკადემიური მოსწრებისა და სასწავლო გარემოსთვის შეუსაბამო ქცევის მქონე მოსწავლეთა ძირითად პრობლემას სწავლის დაბალი მოტივაცია წარმოადგენს. ასეთი მოსწავლეებისთვის მოტივაციის ასამაღლებლად საკმარისი არ არის სასწავლო პროცესის მსვლელობისას გამოჩენილი დამატებითი ძალისხმევა. წარმატების მიღწევა შესაძლებელია მართებული სასწავლო სტრატეგიების დასახვით, მაგალითად, ამა თუ იმ აქტივობის გეგმის შემუშავებით, ჩანაწერების გაკეთებით, შავი ნამუშევრის გადათეთრებით და სხვ. ამა თუ იმ აქტივობისთვის შესაფერისი სასწავლო სტრატეგიის შეთავაზებით მასწავლებელმა შესაძლოა საგრძნობი შედეგი მიიღოს მოსწავლის მოტივაციისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების კუთხით.(სწავლის მოტივაცია-თეორია და სტრატეგიები. მარიკა სიხარულიძე 2013 წლის 1 აპრილი)’’ სტატიის ავტორს საკუთარი პრაქტიკიდან აქვს დეტალური კვლევა და რჩევები, რომელიც ჩემთვის მისაღები და პრობლემურ მოსწავლეებთან გამოსაყენებელია. რამდენიმე სტრატეგიას საკმაოდ ეფექტურად ვიყენებ კიდეც. მიღწევის მოტივაცია გვიჩვენებს, აქვს თუ არა მოსწავლეს სურვილი- იყოს უკეთესი სწავლაში, ბოლომდე წარმოაჩინოს თავისი უნარები, ჭკუა, გონება შესაძლებლობები. აშკარად გამოხატული მიღწევის მოტივაციის მქონე მოსწავლეები სწავლობენ, უპირველესად, იმისთვის, რათა დაუმტკიცონ საკუთარ თავს, რომ ბევრი რამ შეუძლიათ. ლიტერატურა ცვატა ბერძენიშვილი სტატიაში „მოსწავლეთა აზროვნების
განვითარება“ (mastsavlebeli.ge 12 იანვარი. 2017) წერს: განათლების მრავალ ფსიქოლოგს სჯერა, რომ აზროვნება სკოლაში უნდა განვითარდეს. მაგრამ ცხადია, აზროვნების სწავლება გაცილებით მეტ აქტივობას მოიცავს, ვიდრე სტანდარტულ გაკვეთილზე ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ „სააზროვნო” კითხვებზე პასუხის გაცემა ან მასწავლებლის მიერ წამოჭრილ დისკუსიებში მონაწილეობაა. მაშ რა არის საჭირო კიდევ? ერთ-ერთი მიდგომის თანახმად, ყურადღება გამახვილებულ უნდა იქნას აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებაზე სპეციალური პროგრამებით (რომლებიც პირდაპირ ამ უნარ-ჩვევების სწავლებაზეა გათვლილი) ან არაპირდაპირი მეთოდებით
(რომლებიც აზროვნების განვითარებას ჩვეულებრივ სასწავლო გეგმას დაურთავენ). აზროვნების უნარ-ჩვევების სპეციალური პროგრამის უპირატესობა არის ის, რომ მოსწავლეებს არ სჭირდებათ საგნის მასალის ექსტენსიური, ფართო ცოდნა უნარ-ჩვევების დასაუფლებლად. მოსწავლეებმა, რომლებსაც ჩვეულებრივ უჭირთ სასწავლო პროგრამის ათვისება, შეიძლება ამ პროგრამების დახმარებით წარმატებას მიაღწიონ და განუმტკიცდეთ თვითეფექტიანობის განცდა. მისი უარყოფითი მხარე კი ის არის, რომ ამ ზოგად უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ხშირად პროგრამის ფარგლებს გარეთ მანამდე ვერ იყენებენ, სანამ მასწავლებლები მათ არ ასწავლიან მის გამოყენებას სხვადასხვა საგნის შესწავლისას,
დავით ბოლქვაძე სტატიაში „წყაროები-ისტორიული აზროვნებისა და კვლევის უნარებისათვის“ (mastsavlebeli.ge 30 იანვარი. 2015) წერს: აუცილებელია, მასწავლებელმა საგაკვეთილო პროცესში სათანადო ყურადღება დაუთმოს ისტორიულ წყაროებს და სწავლების მნიშვნელოვან კომპონენტად აქციოს. ამითვის სასურველია, წყაროზე მუშაობაში ჩართოს შემოქმედებითობისა და კვლევის ელემენტები, რითაც გაცილებით საინტერესოსა და მიმზიდველს გახდის სწავლების პროცესს, მეტ ინტერესს გაუღვიძებს მოსწავლეებს ისტორიის მიმართ, ხელს შეუწყობს ისტორიის უკეთ გააზრებაში.
მაია ფირჩხაძის აზრით, შეფასებითი ხასიათის დავალებისას ანუ შეფასების გაკეთებისას
მოსწავლეში იღვიძე ბს საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილი, უვითარდებათ შესასწავლი საკითხის მიმარ თ თავისი პირადი დამოკიდებულების გამოხატვის უნარი, ხდება პიროვნული თვისებების ფორმირება; შეფასებისას მოსწავლე გრძნობს პასუხისმგებლობას, თავად აირჩიოს ფაქტები, გაანალიზოს ისინი, გამოიტანოს დასკვნები, ჩამოაყალიბოს თავისი შეხედულება და დაიცვას იგი. ამიტომ დავალებების შერჩევის დროს ამ ტიპის დავალებებს განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ.
თუმცა, აქ არსებობს გარკვეული პრობლემა, როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ მოსწავლეები ხშირად ცდილობენ უსაფუძვლოდ, ფაქტების, თავისი პოზიციის ჩვენების გარეშე შეფასებას; ცდილობენ შემოიფარგლონ ფაქტების უმნიშვნელო რაოდენობით; ამტკიცებენ, რომ ასეთი დავალება აღემატება მათ ძალას და რომ არ შეუძლიათ შეფასება და საჭირო ფაქტების შერჩევა, თუმცა მასწავლებელს შეუძლია სხვადასხვა დავალებებით და სავარჯიშოებით მოსწავლეთა ამ ნაკლული მხარეების აღმოფხვრა.(“შემეცნებითი ხასიათის დავალებების გამოყენება მოსწავლეთა შეფასებითი უნარების ფორმირებისათვის“. Mastsavlebeli.ge 23 აგვისტო. 2013 ქეთევან ოსიაშვილი, ბლოგერი.NMmaswavlebeli.ge
,,ყველა ის პრობლემა, რომელმაც ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერ სკოლაში შეიძლება იჩინოს თავი, ორ დიდ ჯგუფად ერთიანდება. ერთი მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებულ სირთულეებს მოიცავს, მეორე – ბავშვის ქცევაში წარმოშობილ პრობლემებს. პრობლემათა ეს ორი ჯგუფი, ჩვეულებრივ, მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ხშირად მოსწავლის ქცევის სირთულეები სასწავლო საქმიანობაში არსებული პრობლემებით არის გამოწვეული. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან სწავლა სასკოლო ასაკის ბავშვის ქცევის წამყვანი ფორმაა და ყოველგვარი ცვლილება მის პიროვნულ განვითარებაში შეიძლება მხოლოდ სასწავლო პროცესის მეშვეობით განხორციელდეს. ასე რომ, თუ ბავშვის ქცევის კორექციას ვაპირებთ, უპირველესად სასწავლო პროცესში მისი ჩართულობის გაზრდასა და მისი წარმატების ხელშეწყობაზე უნდა ვიზრუნოთ. ამას მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ, თუ შევძლებთ, ბავშვს სასწავლო საქმიანობის მიმართ განწყობა შევუქმნათ. ეს კი, თავის მხრივ, იმ მოტივების გამოვლენას მოითხოვს, რომლებიც ბავშვს სწავლის სურვილს უჩენს.’’ ირინა აბულაძე სტატიაში „ შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობა და მისი განვითარება“ (mastsavlebeli.ge 7 მაისი. 2013) შემდეგ აზრს ავითარებს: კენ რობინსონი, განათლების ექსპერტი, ერთ ერთ გამოსვლაში* აღნიშნავს: „სკოლები ხელს უშლიან შემოქმედებითობის განვითარებას”. საკმაოდ მკაცრი და დამაფიქრებელი განცხადებაა. სასკოლო გარემო ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, სადაც შემოქმედებითობა უნდა ვითარდებოდეს. ექსპერტის აზრით, საჭიროა, რომ შემოქმედებითობას იგივე მნიშვნელობა მივანიჭოთ, რაც წიგნიერებას. ის მთავარ პრობლემად მიიჩნევს სკოლებში მოსწავლეთა მრავალმხრივი ნიჭის უგულებელყოფას და საგნების ე.წ. „ძირითად” (მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სხვ.) და ”მეორეხარისხოვან” (ხელოვნება, მუსიკა) საგნებად დახარისხებას. ამგვარი მიდგომა საქართველოშიც არსებობს, მაგალითად, როცა პედაგოგები და მშობლები ითხოვენ რომელიმე საბუნებისმეტყველო საგანში საგაკვეთილო საათების გაზრდას ხელოვნების ან მუსიკის ხარჯზე. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ყველა ბავშვი ნიჭიერი იბადება”, სასკოლო განათლების დანიშნულება კი უნივერსიტეტის პროფესორების აღზრდა სულაც არ არის; სკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლეთა მრავალმხრივი ნიჭის გამოვლენა და განვითარება უნდა ხდებოდეს. კენ რობინსონი აცხადებს: „შემოქმედებითობა არ არის საგანზე მიბმული”. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა საგნის ფარგლებში მისი განვითარება. მცდარია აზრი, რომ შემოქმედებითობას მოსწავლეები მხოლოდ გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე უნდა ეზიარონ.
მარიამ გოდუაძე სტატიაში „ როგორ შევაფასოთ-ნიშნით თუ უნიშნოდ?“ (mastsavlebeli.ge 6 თებერვალი. 2017) წერს: ფინეთში საბაზო საფეხურის ჩათვლით მხოლოდ განმავითარებელი შეფასება არსებობს. სკოლაში არ არსებობს ნიშნებით შეფასება მეცხრე კლასის ჩათვლით. ალბათ, შეფასების მოცემული სისტემის დამსახურებაა, რომ მოსახლეობის წიგნიერების დონის მიხედვით ფინეთი მსოფლიოს ლიდერია. აქ დაწყებით და საბაზო საფეხურზე (I-IX კლასები) „უნიშნო“ სწავლებაა. სკოლაში დადგენილია შიდა, კლასიდან კლასში გადასაყვანი, სტანდარტები. საჭიროების შემთხვევაში იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და პროგრამა მოსწავლეებში კითხვისა და გაგების უნარების გასაუმჯობესებლად. ისინი მხოლოდ მე-9 კლასში აბარებენ სახელმწიფო გამოცდას და მხოლოდ მისი წარმატებით დამთავრების შემდეგ ეძლევათ კოლეჯში ჩაბარების უფლება. მოსწავლეთა ცოდნისა და უნარჩვევების შემოწმებისა და შეფასების დროს დიდი ყურადღება ექცევა კითხვის, წერისა და საკითხის გაგების უნარების შეფასებას, რომლის საფუძველზეც სასწავლო პროცესში ჩართულობისა და მიღწეული შედეგების დაბალი მაჩვენებლებით გამორჩეული მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად გეგმავენ სწავლის პროცესს, დელეგირების მეშვეობით უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა და სისტემატურად ზრუნავენ თვითგანათლებაზე. ასეთი ტიპის მონიტორინგი და შეფასება პედაგოგიური პროცესის განუყოფელი ნაწილია და საშუალებას აძლევს მასწავლებელს, სასწავლო პროცესში არსებული მიღწევებისა და ნაკლოვანებების გამომჟღავნების საფუძველზე სწორად წარმართოს მუშაობა.
მანანა რატიანის სტატიის მიხედვით, ,, კონტურული რუკის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად“( 27 ოქტომბერი, 2015 მანანა რატიანი) ,კონტურული რუკები აქტიურად გამოიყენება გეოგრაფიის სწავლებისას. სახელმძღვანელოს ავტორები მოსწავლეებს ხშირად სთავაზობენ დავალებებს, რომლებიც გარკვეული მაჩვენებლების კონტურულ რუკაზე გადატანას/ასახვას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ეს სპეციფიკური უნარია, რომელსაც გეოგრაფია ავითარებს. ამით მოსწავლეს საშუალება ეძლევა,მოვლენები სივრცეში აღიქვას, უკეთესად დაიმახსოვროს ესა თუ ის მონაცემი და მისი გავრცელება. თუმცა აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ამ დავალებების შეზღუდული ხასიათი; ხშირად სამუშაო მთავრდება იმით, რომ მოსწავლეებს უმოწმებენ, რამდენად აკურატულად მოახერხეს ამ ინსტრუქციის შესრულება.
ჩიკაგო სუნივერსიტეტის პროფესორის ბენჯამინ ბლუმის თეორიისმიხედვით, გამოყოფენ აზროვნებისშემდეგდონეებს: ცოდნას, გაგებას, გამოყენებას, ანალიზს, სინთეზსადაშეფასებას. აზროვნების ეს დონეები საფეხურებს ქმნიან, სადაც ყოველი მომდევნო უფრო რთულია და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება აზროვნების ქვედა დონეებად მოიაზრება, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება – ზედად.
კონტურული რუკის შევსება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, განივითარონ „გამოყენების”
დონე ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით.
ამ წერილის მიზანია, კონტურული რუკების შევსებას მასწავლებლებმა სხვა თვალით შეხედონ და არ დასჯერდნენ ზემოთ აღნიშნულს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს სწავლების საბაზო და საშუალო საფეხურებზე, როდესაც მხოლოდ კონტურულის შევსება ინტერესმოკლებული ხდება და დაძლევის კუთხით სასწავლო გამოწვევას აღარ წარმოადგენს მოსწავლისთვის.როგორ გავართულოთ ამგვარი აქტივობები ისე,რომ მოსწავლეებმა შეძლონ უფრო მაღალ სააზროვნო დონეზე ასვლა?ამისთვის საჭიროა მოვიძიოთ დამატებითი რესურსები და მოსწავლეებს გასაანალიზებელი შეკითხვა დავუსვათ. ერთ-ერთ ნიმუშს ქვემოთ წარმოგიდგენთ.აქტივობა გათვლილია საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც მსოფლიოს გეოგრაფიას გადიან.აქტივობისმიზანია, მოსწავლეებმა ერთმანეთს დაუკავშირონ ქვეყნების სიდიდე, მოსახლეობის რაოდენობა და განვითარების დონე, დაინახონ კავშირი ამ პარამეტრებს შორის.დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ჩვენ მიერ განხილული აქტივობა მხოლოდ ისეთი სპეციფიკური უნარების განვითარების საშუალებას კი არ იძლევა, როგორებიცაა რუკის გამოყენება/გაანალიზება და კონტურული რუკის შევსება, არამედ მოსწავლეებს აზროვნების უნარს უვითარებს, საშუალებას აძლევს, სხვადასხვა მონაცემები ერთმანეთს დაუკავშირონ და დასკვნები გამოიტანონ. იმავდროულად, მათ განუვითარდებათ ჯგუფურად მუშაობისა და დისკუსიის უნარი, რაც ერთი გაკვეთილისთვის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. დავით ბოლქვაძის აზრით,, XXI საუკუნის უნარები“( 15 აგვისტო, 2014) Конец формыოცდამეერთე საუკუნის პირველსავე წლებში მოწინავე ქვეყნებმა (აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და სხვებმა) თავიანთი საგანმანათლებლო სისტემების მსოფლიოში არსებულ ახალ რეალობაზე მორგება დაიწყეს. მალევე დაიწყო მოძრაობა, რომელსაც „XXI საუკუნის უნარები” უწოდეს. ამ მოძრაობაში ჩართულმა ცნობილმა სპეციალისტებმა სასწავლო საგნების ახალი პროგრამები შექმნეს, დაიწყო მათი პილოტირება. ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ საჭირო უნარებს შორის სასიცოცხლოდ აუცილებლად შეიძლება მივიჩნიოთ კრიტიკული აზროვნება, პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირება და შემოქმედებითობა ანუ კრეატიულობა. განათლების მუშაკებს მხარი სხვა სფეროების წარმომადგენლებმაც აუბეს – პოლიტიკოსებმა, ბიზნესმენებმა… ისინი თანხმდებიან, რომ ეს უნარები მხოლოდ წარმატების მისაღწევად კი არ არის აუცილებელი, არამედ მათ გარეშე შესაძლოა მომავალში ცხოვრებაც კი გაჭირდეს სხვადასხვა მიზეზით შექმნილი ურთულესი პირობების გამო (ბუნებრივი რესურსების მკვეთრი შემცირება, გლობალური დათბობა, მძაფრი რეგიონული დაპირისპირებები პოლიტიკურ, სოციალურ, რელიგიურ ნიადაგზე და სხვ.). ქვემოთ შევეხებით უცხოელ ექსპერტთა მიერ ხაზგასმულ იმ პრობლემურ საკითხებს, რომლებიც მეტნაკლებად ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისთვისაც აქტუალურია.
განათლების სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სკოლების არათანაბრობაა. ზოგიერთ სკოლაში წარმატებით ხორციელდება ახლებური მიდგომებით სწავლება, მაგრამ სკოლების და, შესაბამისად, მოსწავლეების უმრავლესობა მოკლებულია თანამედროვე მოთხოვნების შესაფერის სწავლას. დღევანდელი გამოწვევაა, ახალმა მიდგომებმა მთლიანად მოიცვას საჯარო განათლების სიტემა.
ექსპერტების აზრით, მასწავლებლები ცდებიან, როცა მიაჩნიათ, რომ თუ მოსწავლე ამჟღავნებს კრიტიკულ აზროვნებას ერთ საგანში, ე.ი. შეუძლია, ყველა სხვა საგანშიც გამოამჟღავნოს. კრიტიკული აზროვნება არ არის უნივერსალური უნარი, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერ სიტუაციაში. ზოგჯერ ჩვენ მანამდე ვერ ვახერხებთ ამა თუ იმ სააზროვნო უნარის ამუშავებას, სანამ ის არ შეგვხვდება ჩვენთვის ნაცნობი ფორმით. მაგალითად, პატარა ბავშვებსაც კი ესმით შემდეგი პირობის ლოგიკა: „თუ შეჭამ ბოსტნეულს, დაიმსახურებ ნამცხვარს სადილის შემდეგ”. ისინი ასკვნიან, რომ თუ არ სურთ ნამცხვარი, არც ბოსტნეულის ჭამაა სავალდებულო. მაგრამ თუ ჩვენ ამ პირობას ფორმულად ვაქცევთ, ბავშვისთვის ნაცნობ ბოსტნეულს და ნამცხვარს ასოებით შევცვლით და ასეთი სახით მივაწვდით, ბავშვი ვერაფერს გაიგებს. მოსწავლეებს კრიტიკულად აზროვნება შეუძლიათ მხოლოდ იმ საგნებში, რომლებშიც საამისოდ საკმარისი ცოდნა და ინფორმაცია აქვთ.
თუმცა თეორიულად უკვე აღარ ვკამათობთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების, პრობლემის მოგვარებაზე დაფუძნებული სწავლის ან თუნდაც პროექტით სწავლების ეფექტურობაზე – ვთანხმდებით, რომ ასეთი სწავლება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ითანამშრომლონ, იმუშაონ ავთენტურ პრობლემებზე და ჩართული იყვნენ საზოგადოებასთან კომუნიკაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდები დაწვრილებითაა განხილული დამხმარე თეორიულ ლიტერატურაში, მასწავლებლებმა იციან მათ შესახებ, სჯერათ მათი ეფექტურობა, მათი უმეტესობა ამ მეთოდებს პრაქტიკაში არ იყენებს. მაინც რატომ არ იყენებენ მასწავლებლები მეთოდებს, რომლებიც თავად მიაჩნიათ სასარგებლოდ? ისინი მიზეზთა შორის ასახელებენ საკლასო მენეჯმენტს. როცა მოსწავლეები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, ხშირად ეს ხმაურს იწვევს, მასწავლებელს დიდი ძალისხმევის გაღება უხდება, რომ შემოქმედებითი ხმაური ქაოსში არ გადაიზარდოს. ამასთან, თანამედროვე მეთოდებით მუშაობას მასწავლებლის მხრივას სჭირდება გარკვეული მომზადება, მაგალითად, განსახილველი საკითხის ღრმა ცოდნა, მუდმივი მზადყოფნა გაკვეთილის მსვლელობისას მომხდარი ცვლილებებისთვის. ეს მომქანცველი სამუშაოა.
ასევე საინტერესოა დავით ბოლქვაძის შემდეგი სტატია ,, რამდენიმე სასწავლო აქტივობა, მოსწავლის ინტერესის გასაღვივებლად“(15 სექტემბერი, 2014 წელი), სადაც ის გვაცნობს Конец формыისტორიის მასწავლებლებისათვის განკუთვნილ რამდენიმე სასწავლო აქტივობას, რომლებიც საკმაოდ შემოქმედებითი და პროდუქტიულია. მათი გამოყენებით შეგვიძლია გავაძლიეროთ მოსწავლეების ინტერესი საგნის მიმართ, განუვითაროთ მათ სააზროვნო – კოგნიტური, კითხვისა და წერითი მეტყველების უნარები, გაუფართოოთ წარმოსახვა და ფანტაზია.
მოცემული აქტივობები აგრეთვე მიზნად ისახავს ორ კონკრეტულ ამოცანას:
ა) ხელი შეუწყოს მოსწავლეების მიერ ისტორიული კონტექსტის გააზრებას;
ბ) დაეხმაროს მოსწავლეებს უკეთ შეაფასონ პიროვნებების როლი ისტორიაში, არგუმენტებით დაასაბუთონ მათ მიერ გაღებული ძალისხმევის შედეგად მომხდარი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცვლილებების მნიშვნელობა.
ტექსტის კითხვისას, კითხვებზე პასუხების გაცემისას, წერითი დავალების შესრულებისას მოსწავლეები აღმოაჩენენ ფუნდამენტურ განსხვავებებს წარსულსა და აწმყოს შორის, გაიაზრებენ იმ გრანდიოზულ ცვლილებებს, რომლებიც ამ ადამიანებმა თავიანთ ეპოქაში გარშემომყოფთა აზროვნებაზე მოახდინეს. საგაკვეთილო აქტივობები რომ უფრო საინტერესოდ წარიმართოს, სასურველია მასწავლებელმა შეარჩიოს ისეთი ისტორიული პიროვნებები, რომლებსაც თანამედროვეების მხრიდან თავს დიდი რისხვა დაატყდათ, რომელთა საქციელსაც თავის დროზე მიუღებლად, მკრეხელურად, შეურაცხმყოფელადაც კი თვლიდნენ. საინტერესოა, რომ ისტორიამ სრულად მოახდინა ზოგიერთი მათგანის ,,რეაბილიტაცია”, მათი საქმეები კი მომდევნო თაობებმა აიტაცეს და ნორმად აქციეს. თუმცა არსებობენ ისტორიული პიროვნებები, რომელთა საქმიანობას თაყვანისმცემლები და მოწინააღმდეგები არც თავის დროზე აკლდა და არც ახლა განიცდის მათ სიმცირეს. ამ პიროვნებების თაობაზე დღემდე რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები არსებობს. თუ არჩეული პერსონა ქალბატონი იქნება, აქტივობის დევიზად მისი ცხოვრებისეული პერიპეტიებიდან გამომდინარე შესაძლოა ცნობილი ისტორიკოსის, ლაურელ ტეტჩერ ულრიხის გამონათქვამიც გამოგვადგეს: ,,კარგად აღზრდილი ქალბატონები ისტორიას იშვიათად ქმნიან”. სანამ უშუალოდ აქტივობების აღწერაზე გადავალთ, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს მოსაზრებას, რომ მასწავლებელი შემოქმედებითად უნდა მიუდგეს ნებისმიერ აქტივობას, გამოიყენოს მხოლოდ ის აქტივობები, რომლებიც მისთვის არის მოსახერხებელი, შეიტანოს მათში ცვლილებები და ა.შ.
თავდაპირველად აუცილებელია მოსწავლეებმა ტექსტი წაიკითხონ, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში სახელმძღვანელოს ტექსტთან და ისტორიულ წყაროსთან ერთად შეიძლება კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურაც იყოს. სასურველია, ეს იყოს მომცრო ზომის ნახატებიანი წიგნი. შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ამ პიროვნების ირგვლივ განსახილველი საკითხების ჩამონათვალს შეადგენენ. მათში ყურადღება გამახვილებული იქნება, ერთი მხრივ, ისტორიულ გარემოებებზე, ხოლო მეორე მხრივ, ისტორიული პერსონის პიროვნულ ღირსებებსა და ხასიათის თვისებებზე. საბოლოოდ მოსწავლეები შეძენილ ცოდნას რამდენიმე აქტივობაში (უმეტესად წერით აქტივობაში) გამოიყენებენ. აქტივობები მიმართულია მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისაკენ, მაგრამ ამასთანავე ფოკუსირებულია კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტზე, მომხდარ სოციალურ ცვლილებებზე, ისტორიული პიროვნებების საზოგადოებასთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებზე. მასწავლებლის მომზადება
ა) მოსწავლეებს სთავაზობს წასაკითხი ტექსტის რამდენიმე ვარიანტს. საბოლოო არჩევანს მოსწავლეები აკეთებენ (ეს არის მოსწავლეების მოტივირებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივების კიდევ ერთი საშუალება).
ბ) აწვდის მოსწავლეებს ტექსტებს. თუ ტექსტი მცირე ზომისაა, სურათების პრეზენტაციასთან ერთად, შესაძლოა მისი ხმამაღლა წაკითხვაც მოხერხდეს. სასურველია ყველა მოსწავლეს თავისი ეგზემპლიარი ჰქონდეს.
გ) მოსწავლეებს აცნობს შესასრულებელ დავალებებს, ხოლო დავალებების უკეთ გასაგებად და დროის მოგების მიზნით წინასწარ მომზადებული აქვს საჭირო რაოდენობით სპეციალური ფორმები.
თავდაპირველად მოსწავლეები უპასუხებენ რამდენიმე შეკითხვას. ეს მათ შემდგომი დავალებების უკეთ შესრულებაში დაეხმარება. გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებსაც მოსწავლეები მას შემდეგ შეასრულებენ, როცა მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მათ გაიაზრეს წაკითხული ტექსტი. პირველი აქტივობა შეიძლება პროექტადაც მივიჩნიოთ. ფოტოალბომი კომენტარებით ეს აქტივობა განსაკუთრებით იმ მოსწავლეებისათვის იქნება სასარგებლო, რომლებსაც კეთებით სწავლა მოსწონთ. ვთხოვოთ მოსწავლეებს, შექმნან განსახილველი ისტორიული პიროვნების რამდენიმე ფოტოსურათისგან ან რეალისტური ნახატისაგან შემდგარი ფოტოალბომი, რომლებსაც მოსწავლეები, რასაკვირველია, ინტერნეტიდან მოიპოვებენ. დავავალოთ მოსწავლეებს მოპოვებულ მასალებზე თავიანთი კომენტარების დართვა. რასაკვირველია, ეს აქტივობა შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ისტორიულ პიროვნების შესახებ ასეთი რესურსი არსებობს. სასურველია ფოტოსურათზე ან ნახატზე სხვა პიროვნებებიც იყვნენ გამოსახულნი, ამასთანავე მოპოვებული სურათი (ნახატი) ისტორიული ხასიათის ინფორმაციის მატარებელი უნდა იყოს.
იმ მოსწავლეებს, რომლებსაც წერითი დავალებები უყვართ და ფანტაზიის უნარი კარგად აქვთ განვითარებული, განსაკუთრებით მოეწონებათ დავალება, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ. ამ დავალებას პირობითად წარმოსახვითი ინტერვიუ დავარქვით.
წარმოსახვითი ინტერვიუ
მოსწავლეებს ვთხოვოთ გონებრივი იერიშით მოიფიქრონ ის კითხვები, რომლებსაც ისტორიულ პიროვნებას დაუსვამდნენ. კითხვები დაფაზე დავწეროთ. შემდეგ მოსწავლეები წყვილებად ან ტრიადებად დავყოთ და ვთხოვოთ მოფიქრებული კითხვებიდან ამოირჩიონ მათთვის ყველაზე საინტერესო კითხვების განსაზღვრული რაოდენობა (ვთქვათ 5 კითხვა) და მათზე ისეთი პასუხები გასცენ, როგორსაც მათი წარმოდგენით ისტორიული პერსონა გასცემდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პასუხების გაცემაა, მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ პასუხების გაცემისას თავი ისტორიული პიროვნების ადგილას წარმოიდგინონ, გაიხსენონ ისტორია და დავალება ისე შეასრულონ. მოსწავლეების პასუხებში უნდა ჩანდეს, რომ მათ იციან ამ პიროვნების ცხოვრების შესახებ. დავალების ბოლოს ერთი ან რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარი შეიძლება წავიკითხოთ, ხოლო ყველა დასრულებული კი ინტერვიუ ერთად ავკინძოთ ხელნაწერ წიგნად. აი, რამდენიმე მარტივი შეკითხვა, რომელიც ინტერვიუში შეიძლება გამოვიყენოთ :
ა) რას მოელიან ადამიანები თქვენგან?
ბ) რა იყო თქვენი უდიდესი მიღწევა? რატომ ამაყობთ მისით?
გ) როგორ დაახასიათებდით თქვენს პიროვნებას?
ე) ხასიათის რა თვისებებს აფასებთ ადამიანებში?
ვთხოვოთ მოსწავლეებს, ამ სიას სხვა კითხვებიც დაუმატონ.
ბოლო ორი დავალება მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებას ისტორიული პიროვნების ხასიათის თვისებებსა და ზნეობრივ ღირებულებებზე აკეთებს. ორივე აქტივობა ამოწმებს მოსწავლის მიერ წაკითხული ტექსტის გააზრების უნარს. ხასიათის სოციოგრამა ეს აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ ისტორიული პიროვნების ხასიათი, დააფიქსირონ მისი დამოკიდებულებები უახლოეს ადამიანებთან, ამ ადამიანების დამოკიდებულება მათდამი. იგი მოსწავლეს განუვითარებს წაკითხულის გააზრების, აგრეთვე წაკითხულ ტექსტში სპეციფიკური და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებისა და ადეკვატურად გამოყენების უნარს. დავალება ასე სრულდება: სამუშაო ფურცლის შუა რგოლში მოთავსებულია ისტორიული პერსონის სახელი. ავირჩიოთ ამ ადამიანის ცხოვრების რამდენიმე (ოთხი ოპტიმალური რაოდენობაა) მნიშვნელოვანი პიროვნება. მათი სახელები ორი ურთიერთსაპირისპირო ისრით დავაკავშიროთ მთავარ პიროვნებასთან. ვთხოვოთ მოსწავლეებს, ისრების გასწვრივ თითო წინადადებით დაწერონ, რა აკავშირებს ამ ადამიანებს ერთმანეთთან. მოსწავლეებმა უნდა ამოარჩიონ მათი აზრით მთავარი დამაკავშირებელი მომენტი. ეს შეიძლება იყოს: ერთმანეთთან დამოკიდებულება, დამსახურება ერთმანეთის წინაშე, რას ფიქრობდნენ ერთმანეთზე, ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი და ა.შ. დავალების დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლეები ისრებზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით პიროვნების ხასიათის სოციოგრამას შეადგენენ. კონცეპტუალური წრე ეს წერითი დავალება მოსწავლეებს განუვითარებს ლოგიკურ აზროვნებას და წაკითხულის გააზრების უნარს. მოსწავლეებმა უნდა დაინახონ კავშირი მასწავლებლის მიწოდებულ სიტყვებსა და წაკითხულ ტექსტს შორის. აქტივობა ასე სრულდება: მასწავლებელი წრეში ქმნის მისთვის საჭირო რაოდენობის დანაყოფებს. თითოეულ დანაყოფში წერს იმ სიტყვას ან მოკლე ფრაზას, რომლებიც ყველაზე ნათლად ახასიათებს ისტორიულ პიროვნებას. მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ დაწერონ პიროვნების დახასიათება ისე, რომ აუცილებლად გამოიყენონ მოცემული სიტყვები. აქტივობა საკმაოდ პროდუქტიულია. იგი ავითარებს მოსწავლის წერით უნარებს, ლოგიკურ აზროვნებას, სიტყვებისა და ფრაზების სწორად დაკავშირებისა და გამოყენების უნარს. მოსწავლეებს ვთხოვოთ მიწოდებული სიტყვების გამუქება. სამუშაოს დასრულების ბოლოს კი – გამოთქვან თავიანთი აზრი, რამდენად დაეხმარა მასწავლებლის მიერ მიწოდებული სიტყვები და ფრაზები დავალების შესრულებაში, რამდენად ზუსტად ასახავდა ეს მონაცემები პერსონის ხასიათს.
დაბოლოს, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ზეპირი მსჯელობისას მოსწავლეებისთვის დამახასიათებელია მთავარი თემიდან გადახვევა, რომლის მიზეზიც მეტისმეტი მონდომებაა. ასეთ დროს მასწავლებელმა მოსწავლე აქტიურობისათვის უნდა შეაქოს, მაგრამ მათი მსჯელობა ისევ განსახილველი თემებისკენ უნდა შემოაბრუნოს. და კიდევ ერთი, შეფასებისას მასწავლებელმა მოსწავლეების ლექსიკურ მარაგთან და შემოქმედებითობის უნართან ერთად უნდა გაითვალისწინოს რამდენად ლოგიკურად იყენებენ ისინი წაკითხულ ინფორმაციას და რამდენად ადეკვატურად ახერხებენ თავიანთი მოსაზრებების დასაცავად წაკითხული ინფორმაციის მოშველიებას. ჩვენი აზრით, პედაგოგის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს აზროვნების უნარის განვითარება. ამას, ბუნებრივია პედაგოგები სხვადასხვა აქტივობის საშუალებით აღწევენ, რაც უფრო შემოქმედებითია მასწავლებელი, მით უფრო სახალისო აქტივობებს იფიქრებს ის და ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და კლასის ყველა წევრის ჩართვას საგაკვეთილო პროცესში. ვეთანხმებით იმ აზრს, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილ გაკვეთილში, აქტივობები უნდა იყოს დალაგებული ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით. იწყებოდეს მარტივით და სრულდებოდეს რთულით, სადაც მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა იქნება ჩართული და კითხვა დასმული იქნება ყველა ინტელექტუალური შესაძლებლობის მოსწავლის გათვალისწინებით. ვეთანხმებით მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ, რაც უფრო მეტი ცოდნა აქვს მოსწავლეს კონკრეტულ საგანში, ან კიდევ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, მით უფრო აქტიურია ის გაკვეთილზე, ახერხებს მსჯელობას, არგუმენტების მოყვანას, დასკვნების გაკეთებას და ა.შ.
ისტორიის გაკვეთილისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წყაროზე მუშაობა წარმოადგენს. ამ აქტივობაზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ კლასის, თითქმის, ყველა წევრი ერთვება და ართმევს თავს აღნიშნულ დავალებას. კითხვები დალაგებული გვაქვს მარტივიდან რთულისკენ და დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები თავს მარტივ დავალებებს ართმევენ. აღნიშნული აქტივობა ძალიან გვეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში. ამიტომაც,ძალიან მოგვწონს და კვლავაც გამოვიყენებთ პრაქტიკაში.
ასევე, აქტიურად ვიყენებთ გაკვეთილზე კონტურულ რუკაზე მუშაობას, რომელიც ინდივიდუალური სამუშაოს წარმოადგენს. მოსწონს მოსწავლეებს ეს დავალება, რადგან ახერხებენ ცოდნის ტრანსფერს ანუ მათი ცოდნა გადაიტანონ რუკაზე. ამ აქტივობის შესრულებისას არც განსხვავებული აკადემიური მოსწრების მოსწავლე რჩება უყურადღებოდ, რადგან დავალება მოიცავს გაფერადებას , წიგნიდან ინფორმაციის გამოტანას და ა.შ.
ამ შემთხვევაში ვამოწმებტ არა მარტო იმას, თუ რამდენად აკურატულად იმუშავა მოსწავლემ რუკაზე, არამედ იმასაც თუ რამდენად ახერხებს ორი სხვადასხვა პერიოდის რუკის შევსებას და შემდეგ მათ შედარებას. აქ შემდეგ დამატებით ვიყენებთ ვენის დიაგრამას, რომელშიც კარგად იკვეთება საერთო და განმასხვავებელი. ვეთანხმებით მანანა რატიანს, სადაც ის წერს, რომ რუკის გამოყენება გაკვეთილზე სპეციფიკურ უნარებს განავითარებს.
ძალიან მოგვეწონა დავით ბოლქვაძის მიერ შემოთავაზებული აქტივობა-,,ფოტოალბომი კომენტარებით“, რომელსაც ნაკლებად ვიყენებთ გაკვეთილზე. სწორედ, ეს აქტივობა დაგვეხმარება დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართვისთვის.
ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ მიერ ზემოთ გაწერილი აქტივობები ხელს უწყობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, მაგრამ აღნიშნულ აქტივობებში, ასევე, აქტიურად არიან ჩართულნი განსხვავებული შესაძლებლობის მოსწავლეებიც.
ჩვენი აზრით, სკოლის უმთავრესი დანიშნულება სწორედ აზროვნების განვითარებაა.სკოლა ერთნაირად უნდა დაეხმაროს ყველანაირი მოსწრების მოსწავლეს სხვადასხვა უნარების განვითარებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი გზების და ხერხების მოძებნა, რომელთაც არ სჭირდება საგნის ღრმა ცოდნა და სწორედ იმ მოსწავლეებს დაეხმარება, რომლებსაც უჭირთ ისტორიული წყაროს ანალიზი. ეს აქტივობა ერთ-ერთ რთულ აქტივობად ითვლება, თუმცა, გამოცდილებამ გვიჩვენა სხვა შედეგი. კერძოდ, ართცუ მაღალი მიღწევების მოსწავლეებმა , რომლებსაც არ გააჩნდათ საგნის ღრმა ცოდნა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი წყაროს ანალიზს. მათთვის საკმარისი აღმოჩნდა წყაროში მოცემული ინფორმაცია დავალების შესრულებისათვის, წყაროს კვლევის პროცესმა დაინტერესება გაზარდა და აქტივობა მათთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. ზემოაღნიშნულს ხშირად ვიყენებთ პრაქტიკაში და მომავალშიც გამოვიყენებთ. შეფასებითი ხასიათის დავალებები კარგ საშუალებად მიგვაჩნია რამდენიმე მიმართულებით: 1. მოსწავლე აფიქსირებს საკუთარ აზრს, შეხედულებას, გრძნობს პასუხისმგებლობას. 2. ასაბუთებს მიღებულ გადაწყვეტილებას. 3. უჩნდება ემპათია მასწავლებლის შრომისადმი. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი დაეხმაროს მათ თავიდან აიცილონ ზერელე და უსაფუძვლო შეფასებები, დარწმუნდნენ, რომ დავალება მათ ძალებს არ აღემატება.
შემოქმედებითი აზროვნების განვითარება და ხელშეწყობა უმნიშვნელოვანეს საქმედ მიგვაჩნია, თუმცა, ეს უნარი არ შეიძლება განვიხილოთ თეორიული ცოდნისაგან განყენებულად. ისტორიის სწავლებისას ამ უნარის განვითარება სხვადასხვა აქტივობებით შეიძლება.პრაქტიკაში ხსირად ვიყენებთ ხელნაწერი ჟურნალების გამოშვების, სარეკლამო ბუკლეტების დამზადების, კედლის გაზეთის გამოშვების მეთოდს. ამ პროცესში მოსწავლეები თეორიულ ცოდნასაც იძენენ და სხვადასხვა (მათ შორის შემოქმედებით) უნარებსაც ივითარებენ. ამ დროს განსხვავებული შესაძლებლობის მოსწავლეთა შორის ბევრი აღმოჩნდება ისეთი, რომელიც კარგად ხატავს, ხელმარჯვეა და თანაკლასელების და მასწავლებლის გაოცებას ახერხებს და თვითშეფასებას იმაღლებს, მასწავლებლისთვის კი ადვილია შეფასებისას აქცენტების გაკეთება თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებზე, რაც საბოლოოდ მათ მოტივაციას ამაღლებს.
ბევრი ითქვა და დაიწერა ფინური მოდელის შესახებ. ჩვენი აზრით, ამ მოდელს ახლავე და მზა ფორმით ქართულ სინამდვილეში ვერ გადმოვიტანთ, თუმცა, შეგვიძლია გავითვალისწინოთ ბევრი დეტალი. მაგალითად, აქცენტის გაკეთება განმავითარებელ შეფასებაზე. ეს, განსაკუთრებით მომგებიანი იქნება განსხვავებული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის. შემცირდება ბარიერი სხვადასხვა მიღწევების მოსწავლეებს შორის, გაიზრდება თანამშრომლობა, აქცენტი გარე მოტივაციიდან გადავა შიდა მოტივაციაზე.
თუ სასწავლო პროგრამების ათვისება და შესაძლებლობას მისცემს მათ გამოავლინონ და განავითარონ სხვადასხვა უნარები. ძალიან მნიშვნელოვანია მოხერხდეს მოსწავლის თვითეფექტურობის გაზრდა. დასასრულს მინდა მოვიტანო ნაწყვეტი ჩემი სტატიიდან „ პროექტი-ვიმოგზაუროთ საქართველოს კუთხეებში“ ( mastsavlebeli.ge 11 ოქტომბერი. 2016) , რომელშიც კოლეგებს გავუზიარე ჩემი გამოცდილება სწორედ სააზროვნო უნარების განვითარების საქმეში პროექტული სწავლების გზით.( პროექტის ფარგლებში კლასში შექმნილი ტურისტული ჩვენი აზრით, წარმოდგენა, რომ ბავშვებს მცირე ასაკის გამო არ შეუძლიათ პრობლემის
გადაჭრა, მცდარია. ამოცანა მაშინ არის პრობლემური ,როცა მისის გადაჭრის გზები ბუნდოვანი და უცნობია. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების გამოყენება შესაძლებელია ყველა ასაკსა და განვითარების საფეხურზე.
პედაგოგიკის ყველა სახელმძღვანელო თუ ნაშრომი იწყება კითხვით --რატომ? ან როგორ
გავცეთ დასაბუთებული პასუხი ამ კითხვას სასკოლო მოტივაციის პრობლემა თანამედროვე განათლების სისტემის ქვაკუთხედია. მასზე მუშაობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი კორექციისთვის აუცილებელია პედაგოგების, ადმინისტრაციის, ფსიქოლოგებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა. როგორც ზემოთ ავღნიშნე, სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, სასკოლო მოტივაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება სასკოლო სწავლების მე-2 და მე-3 საფეხურებზე გადასვლისას. თუ გავითვალისწინებთ სასწავლო მოტივაციის ასაკობრივ დაქვეითებას გარდამავალ პერიოდში, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება იმის განსაზღვრა, რით შეიძლება მოსწავლის მოტივირება, მასზე ზემოქმედება, როგორ უნდა ააგოს მასწავლებელმა სწავლების პროგრამა, რომ გადალახოს აკადემიური მოსწრების ტრადიციული დაქვეითება მე-6 – მე-8 კლასებში. სტატიების ავტორებს საკუთარი პრაქტიკიდან აქვს დეტალური კვლევა და რჩევები, რომელიც ჩვენთ თვის მისაღები და პრობლემურ მოსწავლეებთან გამოსაყენებელია. რამდენიმე სტრატეგიას საკმაოდ ეფექტურად ვიყენებ კიდეც. მიღწევის მოტივაცია გვიჩვენებს, აქვს თუ არა მოსწავლეს სურვილი- იყოს უკეთესი სწავლაში, ბოლომდე წარმოაჩინოს თავისი უნარები, ჭკუა, გონება შესაძლებლობები. აშკარად გამოხატული მიღწევის მოტივაციის მქონე მოსწავლეები სწავლობენ, უპირველესად, იმისთვის, რათა დაუმტკიცონ საკუთარ თავს, რომ ბევრი რამ შეუძლიათ.
სწავლის პრესტიჟულობა კლასში გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საკლასო კოლექტივში თანაკლასელის აკადემიური წარმატება. არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ მოსწავლეს აქვს კარგად სწავლის მოთხოვნილება, კარგი განათლების მიღების სურვილი, მაგრამ თუ სწავლის პრესტიჟულობა კლასში დაბალია, მოზარდმა შესაძლოა შენიღბოს საკუთარი მოთხოვნილებები და სურვილები (ისწავლოს, მაგრამ კლასში არ გამოამჟღავნოს ცოდნა), რადგან ხვდება, რომ კარგად სწავლა, კარგი განათლება არ არის ის ნიშან-თვისება, რაც მას პოპულარულს გახდიდა თანაკლასელთა შორის და კლასში საერთო აღიარების ობიექტად აქცევდა. სწავლის პესტიჟულობა ოჯახში. ის გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდის ოჯახში მისი წარმატებული სწავლა. შემეცნებითი ინტერესი. გვიჩვენებს, აქვს თუ არა მოსწავლეს ახალი ცოდნის, ახალი ინფორმაციის მიღების ინტერესი. აშკარად გამოხატული შემეცნებითი ინტერესების მქონე მოსწავლეებს დიდ სიამოვნებას ჰგვრით ცოდნისა და ახალი ინფორმაციის მიღება, ახალი აღმოჩენები. მიღწევის მოტივაცია. გვიჩვენებს, აქვს თუ არა მოსწავლეს მიღწევის მოტივაცია, სურვილი, იყოს უკეთესი სწავლაში, ბოლომდე წარმოაჩინოს თავისი უნარები, ჭკუა, გონება შესაძლებლობები. აშკარად გამოხატული მიღწევის მოტივაციის მქონე მოსწავლეები სწავლობენ, უპირველესად, იმისთვის, რათა დაუმტკიცონ საკუთარ თავს, რომ ბევრი რამ შეუძლიათ.
– სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის მისი წარმატებების აღიარება გარშემო მყოფთა მიერ. მოსწავლეები, რომლებთანაც აღნიშნული მოტივი დომინირებს, სწავლობენ, უპირველეს ყოვლისა, ქებისთვის, აღიარებისთვის, წახალისებისთვის.
– თანაკლასელების მხრივ სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის აღიარება თანაკლასელების მხრივ.
– სოციალური აუცილებლობის გაცნობიერება. ავლენს მოსწავლის მისწრაფებას იყოს განათლებული ადამიანი. მოსწავლეები, რომლებთანაც დომინირებს მოტივაციის ეს ტიპი, სწავლობენ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ აცნობიერებენ კარგად სწავლის აუცილებლობას საკუთარი წარმატებული მომავლისთვის. კარგი იქნება, თუ ასეთი ბავშვებისთვის გადაცემის დროს ნებისმიერ სასწავლო მასალას აქტიურად დავაკავშირებთ ბავშვის სამომავლო გეგმებთან – როგორ გამოადგება ეს ცოდნა მომავალში, უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად, პროფესიის კარგად დასაუფლებლად, სასურველი სამსახურის მისაღებად და ა.შ. სასწავლო მოტივაციის გასაძლიერებლად ამ ტიპის ბავშვების აზროვნება და ყურადღება სწორედ ამ მიმართულებით უნდა წარვმართოთ.
ურთიერთობის მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის თანატოლებთან ურთიერთობის მოტივაცია. მოსწავლეები, რომლებთანაც დომინანტურია ეს მოტივი, სწავლების პროცესში დაინტერესებულები არიან ისეთი საქმიანობებით, რომლებიც კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ ტიპის ბავშვებისთვის ისეთ დავალებებს გამოვიყენებთ, რომლებიც მათგან ჯგუფებად და წყვილებად მუშაობას მოითხოვს. თვითრეალიზაციის მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის სასწავლო საქმიანობა როგორც თვითრეალიზაციის წამყვანი სფერო, სადაც მას შეუძლია გამოავლინოს თავისი თავი, თავისი შესაძლებლობები და უნარები.
სასწავლო მოტივაციის ასამაღლებლად აუცილებელია, კოლეგებთან ურთიერთობისას განხილვისა და ანალიზის საგნად ვაქციოთ ცალკეულ მოსწავლეთა სასწავლო მოტივები. ეს საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ სხვადასხვა სასწავლო მოტივი სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებას მოითხოვს პედაგოგისგან. მაგალითად, თუ ბავშვისთვის წამყვანი მოტივია ქების მიღება, ეს ერთ ტაქტიკას საჭიროებს, თუ დასჯის შიშია წამყვანი მოტივი – სულ სხვას. მიღწევის მოტივაციაც ასევე განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს პედაგოგისგან და ა.შ. ცალკეული შემთხვევების ფსიქოლოგიური ანალიზი, პედაგოგისა და ფსიქოლოგის ურთიერთთანამშრომლობის პროცესში, დაგვეხმარება შევიმუშაოთ საჭირო ტაქტიკა კონკრეტული მოსწავლის აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად.
თავი 4. კვლევის დიზაინი
4.1. საკვლევი საკითხის კითხვები
მშობლის ანკეტირება
(კითხვარი ანონიმურია და დაეხმარება მასწავლებელს გააუმჯობესოს სასწავლო პროცესი)
1) როგორ ფიქრობთ, თქვენი შვილისთვის მიცემული დავალება ისტორიაში რამდენად რთულია?
2) ახერხებს თუ არა თქვენი შვილი დამოუკიდებლად გაართვას თავი საშინაო დავალებას ისტორიაში?
3) რომელი დავალების კეთება მოსწონს უფრო თქვენს შვილს?
ა) მოსაძიებელი ბ) პრეზენტაცია გ) მხოლოდ
დ) სახელმძღვანელოდან ე)სააზროვნო ვ) საშინაო დავალება
4) რომელი საგნის მიმართ იჩენს ინტერესს უფრო მეტად თქვენ შვილს?
5) რამდენად ადექვატურად მიგაჩნიათ თქვენი შილის მიმართ მასწავლებლის მიერ გაკეთებული შეფასება?
6) რა რეკომენდაციას მიაწვდით მასწავლებელს თქვენ შვილთან მიმართებაში?
7) როგორ ფიქრობთ უნდა ერთვებოდეს თუ არა მშობელი შვილის სასკოლო-საკლასო ცხოვრებაში აქტიურად?
8) რა დროს ანდომებს ბავშვი ისტორიის მეცადინეობას?
9) რა სიხშირით კითხულობთ თქვენი შვილის აკადემიური მოსწრების ამბავს?
10) როგორ ფიქრობთ, რით შეიძლება სწავლის პროცესის გაუმჯობესება? (თქვენი რეკომენდაცია)
11) რა მეთოდით იგებთ თუ როგორ იცის თქვენმა შვილმა გაკვეთილი?
12) რა მეთოდით და როგორ დაეხმარებოდით თქვენს შვილს?
მოსწავლეების ანკეტირება
(კითხვარი ანონიმურია და დაეხმარება მასწავლებელს გააუმჯობესოს სასწავლო პროცესი) 1) რა მოგწონთ ისტორიის გაკვეთილზე?
2) რა არ მოგწონთ ისტორიის გაკვეთილზე?
3) რომელ აქტივობას ანიჭებთ უპირატესობას?
ა) წყაროზე მუშობას ბ) რუკაზე მუშობა გ)დისკუსია
დ) პრეზენტაცია ე) ჯგუფური მუშაობა ვ) დებატები
4) რას შეცვლიდით ისტორიის გაკვეთილზე?
5) რომელი საგანი მოგწონთ უფრო და რატომ?
6) როგორ ფიქრობ, რამდენად ასახავს თქვები შეფასება თქვენი ცოდნის დონეს?
7) რამდენად ინფორმირებული ხარ შეფასების სქემის (რუბრიკის) შესახებ?
კითხვარი პედაგოგებისთვის
(კითხვარი ანონიმურია და დაეხმარება მასწავლებელს გააუმჯობესოს სასწავლო პროცესი)
1) რა წარმოადგენს მთავარ სირთულეს ისტორიის სწავლებისას? (ღია თუ დახურული ტიპის კითხვები და ა.შ.)
1) თუ არსებობს ასეთი სირთულე , რაში მდგომარეობს ის?
2) რა გამოგდის მარტივად და რა კარგად?
3) დაასახელე 3 აქტივობა, რომლის კეთებაც გამოგდის და საინტერესოა? (პრეზენტაცია, დისკუსია, ჯგუფური მუშაობა...)
4) დაასახელეთ 3 აქტივობა, რომელიც თქვენი აზრით ნაკლებად საინტერესო და ეფექტურია?
(შემაჯამებელი, პრეზენტაცია...)
5) შენი აზრით, როგორ შეიძლება სწავლის პროცესის გაუმჯობესება?
4.2. კვლევის სამიზნე ჯგუფი
მოსწავლე- 30 ( VII-XI კლასები) მშობელი- 30 ( VII-XI კლასები) პედაგოგი- 30 ( VII-XI კლასები, სხვასხვა კათედრების) გარდა ამისა, დაკვირვება ვაწარმოებთ VII-XI კლასების მოსწავლეებთან საგაკვეთილო პროცესში.
4.3. კვლევის მეთოდები
ვიმსჯელეთ და ერთობლივად ავირჩიეთ 3 მეთოდი: აქედან 2 თვისობრივი( დაკვირვება და
ფოკუსჯგუფი) და 1 რაოდენობრივი(ანკეტირება) კვლევაში გამოყენებულია შემდეგი მეთოდები:
ანკეტირება - საკვლევი პრობლემის შესასწავლად კვლევის განმახორციელებლებმა გადავწყვიტეთ კითხვარების მეშვეობით გამოგვეკითხა მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები, ვინაიდან სამიზნე ჯგუფის მოსწავლეების და მშობლების ერთობლიობა არც თუ ისე დიდია და თან პრობლემა ეხება ყველა მათგანის შვილს, თითოეული მათგანის აზრი გასათვალისწინებელია. ფოკუს ჯგუფი – ფოკუს ჯგუფი შედგებოდა სკოლის სხვადასხვა კათედრის მასწავლებლებისაგან . სულ 21 მასწავლებელი და ერთი მოდერატორი. ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო, გაგვერკვია როგორ მუშაობდნენ განსხვავებული შესაძლებლობის მოსწავლეებთან ჩვენი კოლეგები.
მოსაწვლეებზე დაკვირვება - მოსწავლეების მიმართ
გამოყენებული იყო უბრალო დაკვირვების მეთოდი, რათა დაგვენახა რა ტიპის დავალებებს აკეთებდნენ ხალისით, როდის იწევდა მათი შინაგანი მოტივაცია და როდის უუმჯობესდებოდათ მათ შედეგები.
4.4. კვლევის ვადები
კვლევის ვადები განისაზღვრა მიმდინარე 2017-18 სასწავლო წლის დეკემბრის
დასაწყისიდან თებერვლის ბოლომდე.
აქტივობა 12.2017 01.2018 02.2018 03.2018 04.2018 05.2018
საკვლევ საკითხზე ჩამოყალიბება +
საკვლევი თემისა და მიზნის განსაზღვრა +
ლიტერატურის დამუშავება +
საკვლევი საკითხების შემუშავება +
კითხვარების შედგენა და სამიზნე ჯგუფების ჩამოყალიბება +
კითხვარების დარიგება +
კითხვარების დამუშავება ანალიზი + +
ინტერვენციები + +
ინტერვენციების შეფასება +
თავი 5. კვლევის შედეგები
5.1. მონაცემთა ანალიზი
შევიმუშავეთ შემდეგი კთხვარები, შევიტანეთ სხვადახვა კლასებში,
სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლებთან და ასევე მშობლებთან. დაახლოებით 10 დღის ვადაში მოხდა კითხვარების შევსება და შეგროვება.
მოსწავლეთა ანკეტირების ანალიზი
1) ანკეტის შეკითხვაზე-რა მოგწონთ ისტორიის გაკვეთილზე?
2) კითხვაზე-რა არ მოგწონთ ისტორიის გაკვეთილზე?
3) კითხვაზე-რომელ აქტივობებს ანიჭებთ უპირატესობას?
4) კითხვაზე- რას შეცვლიდით ისტორიის გაკვეთილზე?ამ კითხვაზე საკმაოდ არაორდინალური პასუხები ჰქონდათ. ზოგიერთი აკრიტიკებდა თავს და ისურვებდნენ საკუთარ თავზე მეტ მუშობას. ბევრს იმუშავებდნენ პრეზენტაციის კეთებისას.
5) კითხვაზე რომელი საგანი მოგწონთ უფრო და რატომ?
მოსწავლეებმა დაასახელეს ისტორია (8), მათემატიკა, ბიოლოგია, უცხო ენა. აქედან გამომდინარე გამოკითხული მოსწავლეები სხვადასხვა საგანს ანიჭებენ უპირატესობას, რაც ლოგიკურია.
6) კითხვაზე-რამდენად ასახავს შეფასება ცოდნის დონეს?
80
70
60
50
40
30
20
10
0
ზუსტად ასახავს რეალურზე მაღალია
7) კითხვაზე-რამდენად ხარ ინფორმირებული შეფასების სქემის შესახებ?
აქედან გამომდინარე მოსწავლეებისათვის ნაცნობია შეფასების სქემები და კრიტერიუმები 8) კითხვაზე- რას ურჩევდით მასწავლებელს? რჩევები გამოიყურება შემდეგნაირად:
დასკვნა: სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობა თავიანთი
შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის საშუალებად მიაჩნიათ. ისინი უფრო იმედიანად გრძნობენ თავს ჯგუფებში.
მშობელთა კითხვარის ანალიზი
1)-თქვენი შვილისთვის ისტორიის დავალება რამდენად რთულია?
2) -ახერხებს დამოუკიდებლად გაართვას თავი დავალებას?
3)-რომელი დავალების კეთება მოსწონს თქვენს შვილს?
4)-რომელი საგნის მიმართ იჩენს ინტერესს? საგანთა ჩამონათვალი მრავალფეროვანია 5)-რამდენად ადეკვატურია თქვენი შვილის მიმართ გაკეთებული შეფასება?
6)-უნდა ერთვებოდეს მშობელი შვილის სასკოლო ცხოვრებაში?
7)-რა დროს ანდომეს თქვენი შვილი ისტორიის მომზადებას? საშუალოდ ერთი საათი 8)-რა სიხშირით კითხულობთ შვილის აკადემიური მოსწრების ამბავს?
9)-როგორ შეიძლება სწავლის პროცესის გაუმჯობესება?
10)-რომელი მეთოდით იგებთ როგორ იცის შვილმა გაკვეთილი?
11)-რომელი მეთოდით დაეხმარებოდით შვილს?
12)-რჩევები და რეკომენდაციები მასწავლებელს
დასკვნა. მშობელთა უმრავლესობა თვლის, რომ -მასწავლებელმა უკეთ იცის როგორ
წარმართოს სასწავლო პროცესი,
-მოსწავლეთა შეფასება ობიექტურია
-სურვილი აქვთ ჩაერთონ სასწავლო პროცესში
ფოკუს ჯგუფის ანალიზი სხვადასხვა საგნის პედაგოგთა კითხვარი
1)-რა წარმოადგენს მთავარ სირთულეს?
გარდა სხვადასხვა საგნის სპეციფიკისა საერთო სირთულედ დასახელდა- პედაგოგების უმრავლესობას მითითებული აქვს რესურსების, თემატური რუკების ნაკლებობა, ზოგიერთს მითითებული აქვს კლასების მრავალრიცხოვნება, და ა.შ. არასაკმარისი სავარჯიშოები, საკითხავი ტექსტების მობეზრება, რუტინული დავალებები
2)--რომელი მეთოდი იწვევს განსაკუთრებულ დაინტერესებას?-უმრავლესობამ აღნიშნა რუკაზე, წყაროებზე, სხვადასხვა საინტერესო ტექსტებსა და ტესტებზე, ასევე კლასგარეშე აქტივობებზე მუშაობა. კონტურული რუკების შევსება, ფილმების ჩვენება, პრეზენტაციების კეთება, როლური თამაშები და დიაგრამები, გონებრივი იერიში, კროსვორდები, ვიქტორინები.
3)-იყენებენ თუ არა მოსწავლეები ისტორიასი მიღებულ ცოდნას სხვა საგანში?-გამოკითხულიდან ისტორიას აქტიურად იყენებენ გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებაში, ლიტერატურაში,,უცხო ენებში და მათემატიკაში.
4) აქტივობა რომელიც კარგად გამოგდით და საინტერესოა უმრავლესობამ დაასახელა ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაცია ასევე დებატი, კლასის ჩართვა დავალების შერჩევაში და კითხვების დასმის პროცესში, 5) ნაკლებად ეფექტური აქტივობა
საინტერესოა, რომ ბევრი მასწავლებლის აზრით ეს შემაჯამებელი სამუშაოა, თუ ის კარგად
არაა დაგეგმილი--ტესტირება , ჯგუფური მუშაობა, ასევე დასახელდა მოკლე პასუხი კითხვებზე და ლექციური ახსნა თვალსაჩინოების გარეშე
6)-როგორ შეიძლება სწავლის პროცესის გაუმჯობესება?
გამოკითხვაში ლიდერობდა სტრატეგიებისა და აქტივობების ხშირი ცვლა გაკვეთილზე, ასევე სამოტივაციო აქტივობების გამრავალფეროვნება, სახელმძღვანელოების თემატური გადახალისება და გამარტივება, კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება. კარგად დაგეგმილი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის პროცესი. ესგ გაუმჯობესებას, სახალისო აქტივობები, მრავალფეროვანი მეთოდები,-კოლეგების რჩევები, ბევრი მუშაობა გაკვეთილის დაგეგმვისას, სახალისო აქტივობები, მასწავლებელმა არასოდეს უნდა შეწყვიტოს თვითგანვითარებაზე ზრუნვა.
დასკვნა: ყველა საგანში მნიშვნელოვანია სახალისო აქტივობების დიდი წილით ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.მოსწავლეები ხშირად იყენებენ ისტორიაში მიღებულ ცოდნას სავარაუდოდ ჰუმანიტარულ საგნებში. ყველა საგნის საერთო პრობლემაა სახელმძღვანელოები და მასში მოცემული ტექსტები რა რჩევას მისცემდით მასწავლებელს?--პედაგოგები გვირჩევენ კარიერულ და პროფესიულ კუთხით მეტ მუშაობას და გაზრდას, გაკვეთილის კარგად დაგეგმას, რესურსების გამრავალფეროვნებას
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ანალიზი
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვებისას კვლევის თანაავტორებმა დაკვირვება ვაწარმოეთ მოსწავლეებზე ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესში დასახული მიზნის განხორციელებისთვის. დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ განსხვავებული შესაძლებლობების მოსწავლეები თავს უფრო კონფორტულად გრძნობენ ჯგუფური მუშაობის დროს, ავლენენ ცოდნას და საკუთარ შესაძლებლობებს, უფრო თავისუფალნი ხდებიან ამ დროს.ამასთანავე, უფრო ადვილად სწაბვლობენ მათივე თანატოლებისაგან, რადგან თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ერთობლივი პროდუქტის შექმნა მათთვის ძლიერი მოტივატორია. ამასთანავე, ზოგიერთი ავლენს სხვადსხვა შესაძლებლობებს, მაგალითად, ხატავს და აფორმებს კედლის გაზეთს, ამზადებს პრეზენტაციას POWER-POINT-ში, ინტერნეტიდან მოიძიებს სხვადსხვა სახის ინფორმაციას, ამზადებს მაკეტს ან რაიმე თვალსაჩინოებას, ხშირ შემთხვევაში ასეთ აქტოვობებს არ სჭირდებათ საგნის ღრმა ცოდნა, მაგრამ ამ თვალსაზრისით დიდ დახმარებას უწევს ჯგუფს.
დაკვირვებამ დაადასტურა ანკეტირების შედეგები. კერძოდ, მოსწავლეები ხალისით მუშაობენ წყაროებსა და რუკებზე, რადგან არც ეს აქტივობა მოითხოვს საგნის ღრმა ცოდნას, თუმცა, შესაძლებელია, ანალიზისა და შეფასების უნარების გამოვლენა და განვითარება. გარდა ამისა, იღებენ ახალ ინფორმაციას კონკრეტული საკითხის შესახებ და იყენებენ ტრანსფერის უნარს რუკაზე მუშაობის პროცესში.
დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ წყაროზე მუშაობა განსხვავებული შესაძლებლობის მოსწავლეებისათვის გაცილებით მარტივია, რადგან კარგად შედგენილი წყაროს ანალიზი მოიცავს შეკითხვებს მარტივიდან რთულისაკენ და რამდენიმე მათგანზე მაინც პასუხის გაცემა ყველას შეუძლია. ამასთანავე, რუკაზე მუშაობა კარგად გამოსდით იმ ბავშვებს, რომლებსაც შესაძლებლებია ღრმა ცოდნა არ აქვთ კონკრეტულ ისტორიულ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ კარგად ერკვევიან გეოგრაფიაში.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად ასაკობრივი კატეგორიისა მოსწავლეები
ყოველთვის ინტერესით ეკიდებიან სხვადსხვა სახის სახალისო აქტივობებს.
ასევე, დაკვირვების შედეგად დავასკვენით რომ, მოსწავლეების ურთიერთშეფასების დროს მოსწავლეები გაცილებით ობიექტურათ აფასებენ ერთმანეთს, ვიდრე საკუთარ თავს. გადავწყვიტეთ, ეს ფაქტი გამოვიყენთ, შეფასების პროცეში.
5.2. ძირითადი მიგნებები
ანალიზის შედეგად მივედით შემდეგ დასკვნამდე, რომ მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით მუშაობენ წყაროებზე, მოსწონთ საუბრები მათთვის საინტერესო თემებზე, სჭირდებათ გაკვეთილზე ბევრად მეტი რესურსი, აღიარებენ, რომ შეფასება ხშირ შემთხვევაში რეალურზე მაღალია.დავასკვენით, რომ იცნობენ შეფასების რუბრიკებს.
მშობლების აზრით, მათ შვილებს არ უჭირთ ისტორიის დავალებების მომზადება, ანუ ეს ნაწილი არ მოითხოვს გამარტივებას.მიაჩნიათ, რომ შეფასება ადეკვატურია, აღიარებენ ჩართულობის აუცილებლობას და თანახმა არიან თანამშრომლობაზე. ყურადღსაღებია, რომ ითხოვენ მათი შვილების მეტ ჩართულობას.
კოლეგებთან თანამშრომლობან გვიჩვენა, რომ საერთო პრობლემაა სახელმძღვანელოები, მრავალრიცხოვანი კლასები, რესურსების და განსაკუთრებით, რუკების ნაკლებობა. განსაკუთრებით ეფექტურად მიაჩნიათ ჯგუფური სამუშაოები და პრეზენტაციები და ნაკლებად ეფექტურად ტესტირება.
5.3. ინტერვენციები:
ყველა გაკვეთილზე ეფექტური უკუკავშირის მიცემა
ყველა გაკვეთილზე აქტივობების ხშირი ცვლა
დავალებების დიფერენცირება
ინდივიდუალურად დანაწევრებული ინსტრუქციების მიცემა
გაკვეთილზე სახალისო ელემენტების შეტანა
წყაროს ანალიზის მეთოდის ხშირი გამოყენება
ჯგუფური მუშაობის მეთოდის ხშირი გამოყენება
თავი 6. ინტერვენციების შეფასება
6.1. ინტერვენციების შეფასების მეთოდი (ისტორიი პედაგოგი ნათია თავართქილაძე)
ყველა გაკვეთილზე ეფექტური უკუკავშირის მიცემა ეფექტური უკუკავშირის შეფასების ყველაზე კარგი გამოხატულება სასწავლო თემის არსში კარგად გარკვეული მოსწავლეა.განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდესნაკლებად წარმატებული მოსწავლეების სწავლებასთან მიმართებაში. ამ პროცესში შეიძლება გამოყენებული იქნას თვითშეფასების ცხრილები, ასევე მეთოდი „მასწავლებელი -მოსწავლე“. მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში: წყვილები გაცვლიან ერთმანეთში რვეულებს და მეწყვილეს ჩაუწერენ რამდენიმე შეკითხვას საგაკვეთილო თემიდან. ამის შემდეგ ისევ გაცვლიან რვეულებს და უპასუხებენ მეწყვილის შეკითხვას. შემდეგ ისევ გაცვლიან რვეულებს და შეაფასებენ მეწყვილის ნამუშევარს ახსსნა-განმარტების დართვით. ბოლოს მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ მათ მიერ შეფასებულ ნამუშევრებს და თვალნათელი ხდება, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა თემის არსი, რა შეაფასეს მაღალ ქულაზე და რა ჩათვალეს ნაკლებად მნიშვნელოვნად.
პროცესზე ფოკუსირებული უკუკავშირის დროს მოსწავლეებს უნდა ავუხსნა მათი სწავლის პროცესის რომელმა ნაბიჯმა რა შედეგი განაპირობა.ეს ეხმარებათ მათ სწავლის სწავლაში.(მაგ.მერვე კლასის მოსწავლეს, რომელსაც უნდა დაეწერა თხზულება „ძველი აღმოსავლეთის პოლიტიკური რეჟიმები“ ასეთი უკუკავშირი მიეწოდა-კარგია, რომ დაუბრუნდი თხზულების პირველ ნაწილს, ხომ მეთანხმები, რომ ცვლილებების შემდეგ თხზულება უკეთესია?) საკუთარ პროგრესზე დაფუძნებული უკუკავშირის დროს მოსწავლე არ ითრგუნება კრიტერიუმების და სხვისი იდეალური ნაშრომის საკუთარ ნაშრომთან შედარების დროს.ამ დროს ნაკლებად წარმატებულ მოსწავლეს ვაჩვენე მისივე წინა ნამუშევარი და დავანახე პროგრესი. ნაკლებად წარმატებული მოსწავლის უკუკავშირის დროს ყურადღება უნდა გავამახვილდეს მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე და სამომავლოდ მივეცი მცირე და დასაძლევი ამოცანები.
უკუკავშირის გაგების შემოწმება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ამისთვის მრავალი ფორმა იქნა გამოყენებული, მაგალითად-შეგიძლია მითხრა მომდევნო სამუშაოს დროს რა საკითხს გაითვალისწინებ?
ყველა გაკვეთილზე აქტივობების ხშირი ცვლა ამ შემთხვევაშიც ინტერვენციის შეფასების მთავარი მეთოდი მოსწავლეთა გაზრდილი მოტივაცია,მაღალი ჩართულობა და გაუმჯობესებული სააზროვნო უნარები უნდა იყოს.მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენების შედეგად ნაკლებ წარმატებულმა მოსწავლეებმაც უნდა შეძლონ საკითხის მთავარი არსის გაგება, სააზროვნო შეკითხვებზე პასუხების გაცემა.
5-6 კლასის მოსწავლეებს უჭირთ არგუმენტირებული მსჯელობა, ამასთან მათთვის მოსაბეზრებელი ხდება ხანგრძლივი დროით გამოყენებული აქტივობები. ამიტომ ერთმანეთის მონაცვეობით გამოყენებულმა აქტივობებმა უნდა გაზარდონ არგუმენტირებული მსჯელობის უნარები.. დავალებების დიფერენცირება დავალებების დიფერენცირებამ საშუალება უნდა მისცეს დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს შეასრულონ საკუთარ შესაძლებლობას მორგებული საშინაო დავალება ისე, რომ მათი თვითშეფასება არ დაზარალდეს, კერძოდ, დიფერენცირებული დავალებების შემთხვევაში ყველა მოსწავლეს გააჩნია თავისუფალი არჩევანის უფლება. თუ კლასში ყველა მოსწავლე შეძლებს საშინაო დავალების შესრულებას და ამ გზით თემის მტავარი არსის გაგებას- ინტერვენცია დადებითად შეფასდება.
ინდივიდუალურად დანაწევრებული ინსტრუქციების მიცემა
ინდივიდუალურად დანაწევრებული ინსტრუქციების მისაცემად უნდა გამოიძებნოს
თავისუფალი წუთები ყველა მოსწავლესთან და განსაკუთრებით ნაკლებად წარმატებულ მოსწავლესთან ურთიერთობისათვის.
გასაგებად და მარტივად მიწოდებული ინსტრუქცია უზრუნველყოფს ყველანაირი შესაძლებლობის მოსწავლის ჩართვას და ინტერქციას საგაკვეთილო პროცესში.სწორედ ამ კრიტერიუმებით გაიზომება ინტერაქციის სედეგი. გაკვეთილზე სახალისო ელემენტების შეტანა სახალისო აქტივობები ერთნაირად მოსწონთ როგორც დაბალი, ისე მაღალი კლასის და ყველანაირი მზაობის მოსწავლეებს.ამ აქტივობებმა უნდა გაზარდონ მოტივაცია და ჩართულობა, გააადვილოს რთული ინფორმაციის მარტივად დამახსოვრება/გაანალიზება.
წყაროს ანალიზის მეთოდის ხშირი გამოყენება წყაროს ანალიზის მეთოდის ხშირი გამოყენებისას კლასის ყველა მოსწავლემ უნდა უპასუხოს შეკითხვების ნახევარზე მეტს, დიდმა ნაწილმა უნდა უპასუხოს შეკითხვების 70-80%-ს, ხოლო მაღალი მოსწრების მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ 90-100%. ეს დაეხმარებათ ნაკლებად წარმატებულ მოსწავლეებს გააანალიზონ წყარო. ჯგუფური მუშაობის მეთოდის ხშირი გამოყენება.
ამ მეთოდის გამოყენების როლი ნაკლებად წარმატებული მოსწავლეების სწავლებაში განისაზღვრება მათი მაღალი ჩართულობით, მოტივაციის ზრდით, თანაჯგუფელებისაგან სწავლით და ერთობლივი პროდუქტის შექმნაში მონაწილეობით.
6.2. ინტერვენციების შეფასება
(ისტორიი პედაგოგი ნათია თავართქილაძე)
-ეფექტური უკუკავშირის გამოყენებით მოხერხდა „სწავლის სწავლა“ პროცესის გააქტიურება და პროგრესზე დაფუძნებული სწავლების გაუმჯობესება ნაკლებად წარმატებული მოსწავლეების და საერთოდ, სწავლების პროცესში.მეთოდმა „მასწავლებელი-მოსწავლე“ გაადვილა ეფექტური უკუკავსირის მიცემის პროცესი.
-აქტივობების ხშირმა ცვლამ დინამიური, საინტერესო და მოლოდინებით|აღსავსე გახადა საგაკვეთილო პროცესი.
-მეთერთმეტე პირველ კლასში თემის“ ევროპული რენესანსი“ გამოკითხვისას მოსწავლეებს მივეცი საშუალება აერჩიათ 2 ვარიანტიდან სასურველი ვარიანტი. 1. მასწავლებლის მომზადებული სქემის შევსება 2. კატალოგის მომზადებაში მონაწილეობის მიღება. პირველი ვარიანტის შესრულება მოსახერხებელი იყო ყველანაირი მოსწრების მოსწავლისათვის. მეორე ვარიანტი მაღალი სააზროვნო უნარების და რიგი გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას ითვალისწინებდა.საკუთარ შესაძლებლობას მორგებული დავალების შესრულება ყველა მოსწავლემ შეძლო, მათ შორის სსსმ მოსწავლემაც, რაც დადებითად აისახა მათ თვითშეფასებაზე.
ამავე კლასში თემის „დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები“ გააზრებისათვის საშინაო დავალებად მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა აერჩიათ საკუთარ შესაძლებლობებს მორგებული სამუშაოები. პირველ ვარიანტი-ვენის დიაგრამა; მეორე ვარიანტი- პრობლემის ანალიზი.დავალების შესრულება ყველა მოსწავლემ შეძლო, მათ შორის სსსმ მოსწავლემ.
დავალებების დიფერენცირება კარგად მოხერხდა ჯგუფური მუშაობების დროს როგორც დაწყებით(მე-5კლ), ისე საბაზო (მე-8კლ) და საშუალო(მე-10, მე-11კლ) საფეხურებზე. ეს განსაკუთრეებით ეხება შემოქმედებითი ხასიათის პროექტებზე მუშაობის პროცესს.. ამ დროს ყოველთვის არის საჭირო მოსწავლე, რომელსაც ეხერხება ხატვა, ისტ გამოყენება, არის ხელმარჯვე და მასზე ბევრადაა დამოკიდებული ჯგუფის წარმატება.
შემაჯამებელი სამუშაოების დროს დავალებების დიფერენცირებამ საშუალება მისცა
ყველანაირი შესაძლებლობის მოსწავლეს წარმატებით დაძლიოს აუცილებელი მოთხოვნები.
მერვე პირველ კლასში საკმაოდ რთული და მოცულობითი თემების დასრულებისას მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ აერჩიათ 2 ვარიანტიდან ერთი სასურველი ვარიანტი, რომელიც მათ შესაძლებლობებს შეესაბამებოდა.პირველი ვარიანტის მოთხოვნები იყო-მთავარი და მოკლე ინფორმაციის მოწოდება სახელმღძვანელოს გამოყენების უფლებით. მეორე ვარიანტის არჩევის შემთხვევაში საჭირო იყო ანალიზის და შეფასების უნარების გამოყენება. შედეგად ყველა მოსწავლემ შეძლო სამუშაოს შესრულება.
-გაკვეთილის მაქსიმალურად ეფექტური დაგეგმვისას მოხერხდა თავისუფალი წუთების გამონახვა იმისთვის, რომ ყველა მოსწავლეს, და განსაკუთრებით ნაკლებად წარმატებულ მოსწავლეებს მიეღოთ დეტალური ინსტრუქციები.საქმეს ართულებდა კლასების მრავალრიცხოვნება(34-36), მაგრამ წინასწარ მოვამზადე საინფორმაციო ბარათები,გზამკვლევი სქემები, მეგობრის დახმარება და ა.შ. შედეგად ყველა მოსწავლემ გაიგო შესარულებელი სამუშაოს არსი.
-მეთერთმეტე პირველ კლასში დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგების გაანალიზებისას სსსმ მოსწავლე და ყველანაირი შესაძლებლობების მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ ასეთ სახალისოაქტივობაში:
კალათში ჩალაგებული იყო პროდუქტები და ნივთები როგორც „ძველი სამყაროდან“, ისე „ ახალი სამყაროდან“. სპეციალურ სტენდზე გამოსახული იყო Tდიაგრამა-„ძველი სამყარო“ და „ ახალი სამყარო“. სსსმ მოსწავლემ დანარჩენი მოსწავლეების და მასწავლებლის დახმარებით კალათიდან ნივთები და პროდუქტები დაალაგა სქემის შესაბამის განყოფილებაში.
ცნობილია, რომ ამ თაობის მოსწავლეები დიდი ხალისით „ თანამშრომლობენ“ ინტერნეტთან და ელექტრონულ ტექნოლოგიებთან. აქედან გამომდინარე ყველანაირი მოსწრების მოსწავლე ხალისით ამზადებს სხვადასხვა დონის ელექტრონულ რესურსს ან ეხმარება სხვებს ამ საქმეში.
მერვე პირველ კლასში პროექტზე“ საფრანგეთი დიდი რევოლუციიდან დღემდე“ მუშაობისას ელექტრონული რესურსების დამზადებაში ყველანაირი მოსწრების მოსწავლე იყო ჩართული ყველანაირი ძალდატანების გარეშე.
სახალისო აქტივობად შეიძლება ჩაითვალოს მეხუთე კლასში კონტურული რუკების შევსება. მოსწავლეები სიამოვნებით და ხალისით აფერადებენ მარტივ რუკებს და ამასთანავე უვითარდებათ სემიოტიკური კომპეტენცია.
-მერვე პირველ კლასში „შეკითხვების დონეების“ სტრატეგია გამოყენებული იქნა წყაროს ანალიზის დროს თემის „ძველი აღმოსავლეთის პოლიტიკური რეჟიმები“ შესწავლისას. დონეების მიხედვით დალაგებულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა მოსწავლეებს გაუადვილებს წყაროს შინაარსის და მთავარი აზრის გაგება/გაანალიზებას.
სახელმძღვანელოში მოცემული წყაროს ანალიზისათვის მომზადდა 6 შეკითხვა. აქედან 2 ფაქტობრივი ( მოითხოვდა ტექსტში მოცემული ფაქტის დადგენას და გაგებას. თითოეული ერთქულიანი) , 2 ლოგიკური(მოითხოვდა ტექსტის რომელიმე მონაკვეთის ანალიზს და ინტერპრეტაციას. ერთი ერთქულიანი, ერთი ორქულიანი), 2 უნივერსალური(ღია, ზოგადი ხასიათის შეკითხვები, რომლებიც მიმართული იყო დისკუსიის პროვოცირებისაკენ. თითოეული ორქულიანი). შეკითხვები თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი მიეწოდათ მოსწავლეებს და პასუხი იქვე უნდა გაეცათ.
ფაქტობრივ შეკითხვებზე პასუხი პრაქტიკულად ყველა მოსწავლემ გასცა, ლოგიკურ შეკითხვებს უპასუხა უმრავლესობამ, ხოლო უნივერსალურ შეკითხვებს უპასუხეს მაღალი მზაობის მოსწავლეებმა. ასე რომ ტექსტის ერთიანი ანალიზის დროს პროცესში ჩართული აღმოჩნდა ყველანაირი მოსწრების მოსწავლე.
წყაროსა და რუკის ერთობლივი ანალიზის მეთოდი იქნა გამოყენებული მეთერთმეტე პირველ კლასში თემის „დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები“ ახსნისას. წყაროსა და რუკაზე ერთობლივი მუშაობა მაღალი სააზროვნო უნარების და სემიოტიკური კომპეტენციების განვითარების კარგი საშუალებაა.შეკითხვები დალაგებული იყო მარტივიდან რთულისაკენ ისე, რომ მათი ნაწილის ამოხსნა ყველანაირი შესაძლებლობების მოსწავლეს შეეძლო. მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში. წყვილები დაკომპლექტებული იყო განსხვავებული შესაძლებლობების მოსწავლეებით, რამაც შესაძლებლობა მისცა დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს ეგრძნოთ თავი თანასწორად და ამასთანავე ესწავლათ მათივე თანაკლასელისაგან.ამ პროცესში ჩართვა ბევრი სსსმ მოსწავლისთვისაც არაა დაუძლეველი ამოცანა. მეთერთმეტე პირველ კლასში არის 1 სსსმ მოსწავლე, რომელმაც შეძლო რუკასა და წყაროში მოცემული თარიღების და მარტივი ინფორმაციების ამოკრება და შესაბამისი ქულების მიღება.
მეათე კლასის ამჟამინდელ სახელმძღვანელოში მოცემული მასალით მოსწავლეთა დაინტერესება მასწავლებლის დიდ ძალისხმევას მოითხოვს.საუკეთესო გამოსავალი სწორედ წყაროზე მუშაობის მეთოდის (წყვილებში და ჯგუფებში) ხშირი გამოყენება აღმოჩნდა.ნებისმიერ შემთხვევაში შეკითხვების თითქმის ნახევარზე პასუხის გაცემა ყველანაირი მოსწრების მოსწავლეს შეეძლო. ეს კი ზრდიდა მოტივაციას, თვითდაჯერებას და მაღალ თვითშეფასებას დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებში. შედეგად მოხერხდა არამარტო ფაქტობრივი ინფორმაციის დამახსოვრება და აღქმა, არამედ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაც მეათე პირველი კლასის მოსწავლეებში.
- ჯგუფური მუშაობის მეთოდი იქნა გამოყენებული მერვე პირველ კლასში პროექტზე მუშაობისას. პროექტის მიზანი იყო ელექტრონული რესურსის დამზადება თემაზე: საფრანგეთი დიდი რევოლუციიდან დღემდე. კლასი დაიყო 4 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში თანაბრად იყო გადანაწილებული ყველანაირი მოსწრების მოსწავლე.ჯგუფებმა სამუშაო თვითონ გადაინაწილეს.ელექტრონული რესურსის მომზადება ისტ გამოყენებას მოითხოვს, თანამედროვე თაობას კი კარგად ეხერხება ეს აკადემიური მოსწრების მიუხედავად. პრეზენტაციების დრო განისაზღვრებოდა 10 წუთით, თითოეულ ჯგუფში კი ირიცხებოდა 8-9 მოსწავლე, აქედან გამომდინარე პრეზენტაციის ვერბალური ნაწილისათვის თითოეულ მოსწავლეს ცოტა დრო ჰქონდა დათმობილი, ამან საშუალება მისცა დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს კარგად მოეხერხებინათ ტექსტის ათვისება და უცხო თვალისთვის თითქმის შეუძლებელი იყო მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებებს შორის განსხვავების დანახვა.ამ შემთხვევაში დადებითი როლი ითამაშა კლასის მრავალრიცხოვნებამ.მეთოდის დადებითი გავლენა აისახა არამარტო დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებზე, არამედ მაღალი მოსწრების მოსწავლეებზეც. მათ კარკვეულ სიტუაციებში უხდებოდათ მასწავლებლის როლის თამაში, მუშაობის პროცესში ცვლილებების შეტანა, მოზიებული მასალების დახარისხება.იქედან გამომდინარე, რომ საპრეზენტაციო დრო თითქმის თანაბრად იყო განაწილებული, ჯგუფის თითოეულმა წევრმა თავი თანასწორად იგრძნო და მათი პასუხისმგებლობის გრძნობაც გაიზარდა.
ჯგუფური მუშაობის მეთოდით ვიმუშავეთ მეათე პირველკლასში პროექტზე: „ბერძნული, რომაული და ბიზანტიური ისტორიოგრაფია“ მუშაობისას. კლასი დაიყო 3 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში გადანაწილდა ყველანაირი მოსწრების მოსწავლე თანაბრად.თითოეულ ჯგუფს დაევალა ფლიფჩარტის მომზადება ერთ-ერთ თემაზე. ვინაიდან შესასრულებელი სამუშაო არამარტო გონებრივ მუშაობას, არამედ ფიზიკური და ესთეტიკური სამუშაოების შესრულებას მოითხოვდა, კარგად მოხერხდა ყველანაირი მოსწავლის ჩართვა პროცესში.აუცილებელი იყო ფოტოების მოძიება და ჩაწებება, ფლიფჩარტის მხატვრულად გაფორმება, კრეატიული იდეების მიწოდება გუნდისათვის და ა.შ. ასე რომ თითოეულმა მოსწავლემ მოახერხა თავისი წვლილის შეტანა საერთო საქმეში, ამან კი გაზარდა მათი თვითშეფასება და მოტივაცია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფების ლიდერებს თავად მოსწავლეები
ირჩევდნენ. ეს ფაქტი ზრდის მათ ურთიერთნდობას.
მეხუთე კლასის მოსწავლეებს პირველ ეტაპზე უჭირთ ახალი საგნების და მითუმეტეს საკმაოდ რთული ისტორიის მასალის ათვისება. აქედან გამომდინარე მათ ძალიან დაეხმარათ ჯგუფური მუშაობის მეთოდი. კერძოდ დაიგეგმა საქართველოს რამდენიმე ისტორიული ძეგლის შესახებ პრეზენტაციების და პლაკატის მომზადება.მოსწავლეებმა შეძლეს სამუშაოს გადანაწილება და ურთიერთდახმარება.კლასი ამ შემთხვევაშიც მრავალრიცხოვანია და კარგად მოხერხდა მოკლე დროში ყველანაირი მოსწრების მოსწავლეს კარგად გამოევლინა თავიში შესაძლებლობები. გარდა ამისა ჯგუფური მუშაობა მოითხოვს კლასში ფიზიკური გარემოს შეცვლას, პრეზენტაციისათვის საჭირო მაგნიტების და სხვა ნივთების მომზადებას. ეს პროცესი დაწყებითი საფეხურის ბევრ მოსწავლეს თავის საუკეთესოდ წარმოჩენის საშუალებას აძლევს და ისინი ხშირად იმსახურებენ შექებას როგორც მოსწავლებლის, ისე კლასელების მხრიდან.
ინტერვენციების განხორციელების შემდეგ დავასკვენი რომ, საჭიროა მოსწავლეებს არ მობეზრდეთ საგაკვეთილო რუტინული პროცესი; აქცენტი გაკეთდეს სახალისო და მაღალი სააზროვნო უნარების განმავითარებელ აქტივობებზე; სხვადასხვა მზაობის მოსწავლეებს გაუადვილედეთ საგაკვეთილო პროცესში ჩართვა ჯგუფური მუშაობის მეთოდის გამოყენებით.გარდა ამისა, კვლევამ დამანახა რომ აუცილებელია ყველა გაკვეთილზე ყველანაირი მოსწრების მოსწავლემ მიიღოს შესაბამისი ინსტრუქცია და დროული და ეფექტური უკუკავშირი.
(ისტორიი პედაგოგი მაკა მამალაძე)
ყველა გაკვეთილზე ეფექტური უკუკავშირის მიცემა
ჩემი აზრით, შეფასების არაჩვეულებრივ ფორმას წარმოადგენს ეფექტური უკუკავშირის მიცემა, სადაც მოსწავლეს მიუთითებ, რას გაართვა კარგად თავი, რას ვერა და რისი გაუმჯებესებაა საჭირო. ბუნებრივია, ეს სასწავლო პროცესს ეხება. ამ შემთხვევაში ძალიან კარგად ვიყენებ და თან მეხმარება ეფექტური უკუკავშირის მიცემაში, თვითშეფებისა და ურთიერთშეფასების მეთოდები. არგუმენტისათვის შემიძლია მოვიშველო შემდეგი მაგალითი. მეცხრე კლასში, მივეცი რეფერატი მოსამზადებელი შემაჯამებელი სამუშაოსთვის ,,დავით აღმაშენებლის რეფორმები“. წინასწარ გავაცანი რეფერატის გეგმა და შეფასების კრიტერიუმები. მოსწავლემ თავი როცა ვერ გაართვა მიცემულ დავალებას კარგად, მას მივეცი ასეთი უკუკავშირი - მომეწონა, ჩანს თქვენი ცოდნა დავით აღმაშენებლისადმი, კარგად გაქვს გამოკვეთილი დავითის რეფორმები, მაგრამ უკეთესად შეგეძლო გაგეკეთებინა შეფასება, გაქვს შენ ამისთვის საჭირო უნარ-ჩვევა და ხშირად ამ აქტივობაზე ვმუშობთ გაკვეთილზე. ვიცი ამას შემდგომისთვის უკეთესად გააკეთებ.“
დავალებების დიფერენცირება
დავალებების დიფერენცირება და დანაწევრებული ინსტრუქციების მიცემა, მეტად
მომგებიანი აღმოჩნდა სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეთა ცოდნის დონის გამოვლენისთვის. დავალებები ძირითადად, ითვალისწინებდა მათი ინტერესის სფეროს. მაგალითად, მეათე კლასში, თემის გავლისას- ,,საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია“- კლასი დავყავი ჯგუფებად და ჯგუფებს მივეცი განსხვავებული დავალებები, ისტორიული პერიოდის მიხედვით უნდა წარმოედგინათ ერთი ისტორიული ფაქტი, რომელიც ჯგუფისთვის საინტერესო იქნებოდა. ჯგუფს გავაცანი შეფასების რუბრიკა, სადაც შეფასების კრიტერიუმები დალაგებული მქონდა შემდეგნაირად: პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, შემოქმედებითი უნარების წარმოდგენა და დროის რეგლამენტის დაცვა. ასეთი დავალების შესრულებისას, დაბალი აკადემიური ტიპის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა საკუთარი შესაძლებლობის შესაბამისად, კერძოდ, ნაწილმა მოამზადა ელექტრონული პრეზენტაცია, რამდენიმემ კი შექმნა ნახატი, თვალსაჩინოების სახით.
დავალებების დიფერენცირებამ საშუალება მისცა ყველანაირი შესაძლებლობის
მოსწავლეს წარმატებით დაეძლიათ აუცილებელი მოთხოვნები.
ყველა გაკვეთილზე აქტივობების ხშირი ცვლა მოგეხსენებათ, ისტორიის გაკვეთილი გამოირჩევა აქტივობების მრავალფეროვნებით. პედაგოგი, რომელიც კარგად დაგეგმავს გაკვეთილს, აუცილებლად გამოუვა აქტიური, სახალისო და შემეცნებითი გაკვეთილი. ამ შემთხვევაშიც ინტერვენციის შეფასების მთავარი მეთოდი მოსწავლეთა გაზრდილი მოტივაცია, მაღალი ჩართულობა და გაუმჯობესებული სააზროვნო უნარები უნდა იყოს. მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენების შედეგად ნაკლებ წარმატებულმა მოსწავლეებმაც კი უნდა შეძლონ საკითხის მთავარი არსის გაგება, სააზროვნო შეკითხვებზე პასუხების გაცემა. კვლევის შედეგად, მივხვდი, რომ უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია აქტივობის ხშირი ცვლა, მოსწავლეთა ინტერესის გათვალისწინებით. ყოველ მომდევნო გაკვეთილისთვის წინასწარ ვგეგმავთ აქტივობას დაბალი აკადემიური მოსწავლის სურვილის გათვალისწინებით. ასეთმა ინიციატივამ ნაკლებად აქტიური მოსწავლეც კი აქტიური გახადა.
ინდივიდუალურად დანაწევრებული ინსტრუქციების მიცემა
ინდივიდუალურად დანაწევრებული ინსტრუქციების მიცემა საკმაოდ რთული განსახორციელებელია გაკვეთილზე, მითუმეტეს, კლასში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა ძალიან ბევრია. თუმცა, კარგად დაგეგმილი გაკვეთილის დროს ეს შედარებით მარტივად განსახორციელებელია. ამაში კარგად დამეხმარა, წინასწარ მომზადებული ინსტრუქციები, ბარათზე დამზადებული. ამითი დავზოგე დრო და მოსწავლეებსაც მეტი საშუალება მიეცათ ადვილად გაეგოთ ინსტრუქციები. რაც შეეხება, სსსმ მოსწავლეებს, მათ დავურიგე წინასწარ მომზადებული ბარათებიც და მივაწოდეთ ვერბალური ინსტრუქციებიც.
ამრიგად, გასაგებად და მარტივად მიწოდებული ინსტრუქცია უზრუნველყოფს ყველანაირი
შესაძლებლობის მოსწავლის ჩართვას და ინტერქციას საგაკვეთილო პროცესში.
გაკვეთილზე სახალისო ელემენტების შეტანა
სახალისო აქტივობები ერთნაირად მოსწონთ როგორც დაბალი, ისე მაღალი კლასის და ყველანაირი მზაობის მოსწავლეებს. ეს აქტივობები ზრდის მოტივაციას და ჩართულობას, აადვილებს რთული ინფორმაციის მარტივად დამახსოვრება/გაანალიზებას.
მაგალითად, მეცხრე კლასში ამ მიზნით გამოვიყენე შემდეგი აქტივობა: დავასახელე ქართველი მეფე და კლასს მოვთხოვე, თითო წინადადება ყველას ეთქვა აღნიშნულ მეფეზე, ოღონდ ეს განვახორცილე არა შემთხვევითობის პრინციპით, არამედ დავიწყე თავიდან და ბოლომდე ყველა მოსწავლეს მივაღებინე მონაწილეობა აღნიშნულ აქტივობაში. სსსმ მოსწავლე და ყველანაირი შესაძლებლობების მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ ასეთ აქტივობაში: მერვე კლასში პროექტზე“ აშშ-ს დამოუკიდებლობა“ მუშაობისას ელექტრონული პრეზენტაციების დამზადებაში ყველანაირი მოსწრების მოსწავლე იყო ჩართული, თანაც ეს დავალება მათი ინტერესიდანაც გამომდინარეობდა. ასეთი ტიპის აქტივობებში ხომ ყველანაირი მოსწრების მოსწავლე ხალისით ერთვება და ამზადებს სხვადასხვა დონის ელექტრონულ რესურსს ან ეხმარება სხვებს ამ საქმეში.
სახალისო აქტივობად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერ კლასში საჭიროებისამებრ კონტურული რუკების შევსება. მოსწავლეები სიამოვნებით და ხალისით აფერადებენ მარტივ რუკებს და ამასთანავე უვითარდებათ სემიოტიკური კომპეტენცია.
წყაროს ანალიზის მეთოდის ხშირი გამოყენება
წყაროზე მუშაობა უმნიშვნელოვანესი მეთოდია ისტორიის გაკვეთილზე. ვფიქრობ, ამ მეთოდის გამოყენებისას დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლე ნაკლებად ერთვება, როცა ეს დავალება დამოუკიდებლადაა შესასრულებელი, რადგან მას ეშინია პასუხისმგებლობის. გამოცდილებამ მიჩვენა, რომ თუკი ასეთი ტიპის მოსწავლეებს წყვილში ვამუშავებ, ან კიდევ ჯგუფში ჩავრთავ წყაროზე მუშაობისას, გაცილებით უკეთესად ერთვება საგაკვეთილო პროცესში და გაცილებით უკეთესად ართმევს თავს მოცემულ დავალებას.
ძალიან კარგად გამოვიყენე მერვე კლასში „შეკითხვების დონეების“ სტრატეგია- სადაც კითხვები დავალაგე მარტივიდან რთულისაკენ. ნაკლებად აქტიურმა მოსწავლეებმა შეძლეს ეპასუხათ კითხვებს უშუალოდ ტექსტიდან ანუ გაიგეს წყაროს შინაარსი და შეძლეს მთავარი აზრის გაგება/გაანალიზება.
მეცხრე კლასის სახელმძღვანელოში მოცემული წყაროს ანალიზისათვის მომზადდა 6 შეკითხვა. აქედან 2 ფაქტობრივი ( მოითხოვდა ტექსტში მოცემული ფაქტის დადგენას და გაგებას. თითოეული ერთქულიანი) , 2 ლოგიკური(მოითხოვდა ტექსტის რომელიმე მონაკვეთის ანალიზს და ინტერპრეტაციას. ერთი ერთქულიანი, ერთი ორქულიანი), 2 უნივერსალური(ღია, ზოგადი ხასიათის შეკითხვები, რომლებიც მიმართული იყო დისკუსიის პროვოცირებისაკენ. თითოეული ორქულიანი). შეკითხვები თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი მიეწოდათ მოსწავლეებს და პასუხი იქვე უნდა გაეცათ.
ფაქტობრივ შეკითხვებზე პასუხი პრაქტიკულად ყველა მოსწავლემ გასცა, ლოგიკურ შეკითხვებს უპასუხა უმრავლესობამ, ხოლო უნივერსალურ შეკითხვებს უპასუხეს მაღალი მზაობის მოსწავლეებმა. ასე რომ ტექსტის ერთიანი ანალიზის დროს პროცესში ჩართული აღმოჩნდა ყველანაირი მოსწრების მოსწავლე. ჯგუფური მუშაობის მეთოდის ხშირი გამოყენება
ჯგუფური მუშობის მეთოდის გამოყენება დაბალი აკადემიური ტიპის მოსწავლეებისათვის გაცილებით მორგებულია, ისინი წარმატებით ერთვებიან მოცემულ აქტივობაში, რადგან ჯგუფთან ერთად მუშაობა მათთვის სტიმულის მომცემია/
(ისტორიი პედაგოგი მარიამ არეშიძე)
აღარავინ დაობს იმაზე , რომ ყოველი გაკვეთილისა თუ აქტივობის წინ აუცილებელია
მოსწავლემ იცოდეს გაკვეთილისა თუ აქტივობის მიზანი და შეფასების შესაბამისი სტანდარტული კრიტერიუმები. მე- 5 კლასში გადმოსულ მოსწავლეებს ვაჩვევ და ვასწავლი რას, რატომ და რა მიზნით შევისწავლით და შევაფასებთ. ხოლო აქტივობის მიხედვით ვწერ შესაბამის მარტივ და სახალისო შეფასების რუბრიკებს. უკუკავშირი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ნებისმიერი საფეხურის მოსწავლისათვის .
პროგრესი თვალსაჩინოა, როცა V კლასში პირველი პრეზენტაციისას ( მაგ: მცხეთა)
მოსწავლე დაბნეულია და ზღვა ინფორმაცია აქვს მოძიებული, თანაც ტექსტს კითხულობს. სტანდარტული პრეზენტაციის კრიტერიუმის მიხედვით ერთად ვარკვევეთ რა იყო კარგი, რა ნაკლებად შესაბამისი კრიტერიუმებთან და მოსწავლე თვითონვე აღნიშნავს
მის ,,ნაკლოვანებებს’’. აქ დროის ლიმიტსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. უკვე მეორე და მესამე პრეზენტაციისას კი ცდილობს მაქსიმალური სიზუსტით დაიცვას კრიტერიუმები.
შემოქმედებითი და კრეატიული გემოვნებაც თანდათან უვითარებათ.
კარგი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს თვითშეფასების უნარი უფრო განვითარებული
აქვთ , დღითიდღე და მარტივად სწავლობენ ახალს. მაგრამ დაბალი თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებთან, გარდა ინდივიდუალური მუშაობისა შედეგიანი აღმოჩნდა , რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს ,,ფასიანი’’ სიგელები და წამახალისებელი დავალებები.მაგ: წლის ბოლოს სიგელი ნომინაციაში ,,საუკეკეთესო ათიანი’’, საუკეთესო ,,საშინაო
დავალება’’, ,,საუკეთესო ხუთიანი ‘’ , ,,საუკეთესო პრეზენტატორი’’ და ა.შ. წლის ბოლოს მცირე და სიმბოლური საჩუქრები ყველა V-VI კლასელი მოსწავლისთვის მაქვს. ამ სიგელების შესახებ სასწავლო წლის დასაწყისშივე ვაცნობ , რაც მეტ მოტივაციას მატებს მათ სასწავლო განწყობას. შემაჯამებელ გაკვეთილზე სიგელებით დაჯილდოებისას კი მათ კონკრეტულად ვუხსნი ესა თუ ის სიგელი რა დამსახურებისთვის მიიღეს. მომავალი წლისთვის კი მოტივაცია იზრდება ასეთ კლასებში.
სახალისო და სამოტივაციო აქტივობები ყველა მოსწავლე მოსწონს. ყოველთვის არა,
მაგრამ ხშირად ვიყენებ ასეთ დავალებებს .მაგ: ,,სახალისო 3 წუთიანი ტესტი’’, სადაც 10 მოკლე, სახალისო და თემასთან ახლოს კითხვაა. ან დაცულ ტერიტრიებთან დაკავშირებით წინასწარ მომზადებული ცხოველების, ფრინველებისა და მცენარეების სმაილიკებიანი ფოტოები და სლაიდები მაქვს მომზადებული, რაც გაკვეთილის შემდგომ მიმდინარობას და წარმატებით წარმართვას განაპირობებს.
VI კლასში უკვე აქვთ საგაკვეთილო და საგნობრივი ცოდნა და უნარ -ჩვევები განვითარებული . შესაბამისად ცოტა ვართულებ დავალებებს და შეფასების კრიტერიუმებს. მაგ: ქვის ხანისა და ბრინჯაოს პერიოდის შესასწავლად ვაყალიბებ ჯგუფებს , ისინი წინასწარ ამზადებენ მასალებს და თვალსაჩინოებებს გაკვეთილზე რესურსის შესაქმნელად. ასევე ამ პერიოდის ღრმა ანალიზისათვს მოსწავლეებს ვამუშავებ წიმასწარ მომზადებულ ილუსტრაციას, წყაროსა და შესაბამის კითხვებისგან შექმნილ მასალებზე (წყაროსა და ილუსტრაციის ანალიზი). ეს აქტივობა განსაკუთრებით მოსწონთ მოსწავლეებს.
VII და VIII კლასში რუტინულმა თემებმა დ საგაკვეთილო პროცესმა მოსაბეზრებელი სახე რომ არ მიიღოს ვიწყებთ პროექტების წერას.ჯერ ერთი ისინი სწავლობენ პროექტის წერას, და მეორე ახდენენ დიდი და საკვანძო თემების სიღრმისეულ შესწავლას. მაგ: პუნიკური ომები ან ჯვაროსნული ლაშქრობები. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს როგორ აქტივობების ხშირ ცვლას გაკვეთილზე ასევე წყაროზე მუშაობა-ანალიზს და ჯგუფურ მუშაობას. რა თქმა უნდა ინდივიდუალურად ხდება ინსტრუქციების მიცემა . მაგ: ერთ-ერთმა ჯგუფმა ჩემი დახმარებით შეისწავლა ჯვაროსნული ლაშქრობათა რუკა. მომდევნო მუშაობისთვის მოამზადეს მასალები და გაკვეთილზე შექნეს რესურსი: 1-2-3-4 ჯვაროსნული ლაშქობებათა მარშრუტების და მონაწილე ქვეყნები აღნიშვნა ხელით დამზადებულ რუკაზე . დავაკონკრეტებ : 1 ეტაპი- მოსწავლეებმა , რომლებსაც ეხერხებათ ხატვა მოამზადეს ფერადი XI საუკუნის რუკა . 2 ეტაპი- წინასწარ დახატეს და მოიტანეს პირველ
ლაშქრობაში მონაწილე ქვეყნების ცალკე რუკები, რომლებიც დაფაზე გაკრულ დიდი
რუკაზე მიაწებეს. 3 ეტაპი- ქაღალდისგან მომზადებული ისრებით აღვნიშნეს ლაშქრობათა მარშრუტები... რა თქმა უნდა ეს პროცესი მიმდინარეობს თემის განხილვისა და ანალიზის ფონზე აქვე ავღნიშნავ ჩემს პროექტს VII კლასში ,,,ისტორიული კარცერლუქსი’’, რომელიც
წარმატებით განხორციელა დ 2 თვეზე იყო გათვლილი. ჩავატარე გამოკითხვა მათვის საინტერესო თემებზე VII კლასის სახელმძღვანელოდან . შეიქმნა 4 ჯგუფი თემების მიხედვით ინტერესისი სფეროების მიხედვით .1 ჯგუფი დაკომპლექტდა რელიგიის საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებით, მათ უნდა წაეკითხათ და მოემზადებინათ მასალები ბიბლიიდან. 2 ჯგუფი დაინტერესდა მეფე არტურითა და ინგლისის ისტორიით . მათ მოიძიეს საკითხავი ლიტერატურა მეფე არტურზე. 3 ჯგუფი დაინტერესდა საფრანგეთის XVI-XVII
საუკუნეების ისტორიითა და ალ.დიუმას თხზულებებით..
4 ჯგუფი- დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებითა და კოლუმბამდელი ამერიკული ცივილიზაციით . ამ ჯგუფმა იმუშავა მაინ რიდის თხზულებებზე. პროექტის პრეზენტაციამ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო წაკითხულ ლიტერატურასა და სკოლის სახელმძღვანელოში მოტანილ მოვლენებს შორის გაევლოთ პარალელი და აღენიშნათ მსგავსება -განსხვავება. მოსწავლეებმა ორიგინალური და განსხვავებული ფორმით გადმოსცეს საკუთარი შთაბეჭდილებები. აქვე ავღნიშნავ , რომ მოვამზადე პრეზენტაციის შეფასების ასევე, საერთო საკლასო ურთიერთსეფასების რუბრიკა . საბოლოოდ კი ჯგუფებმა გაცვალეს წიგნები და გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები. ასეთი მიდგომითა და ფორმით ცოდნის მიღება, ათვისება და შესწავლა მომსწავლეებისათვის ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა . მე კი მომცა გამოცდილება ამ და მსგავსი ფორმით სწავლასწავლებისა.
რაც შეეხება ჯგუფურ მუშაობას :ეს ლიდერი და აქტიური მოსწავლეების თავის წარმოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. თუმცა მე მათ ვანაწილებ შესძლებობების
მიხედვით და ვაძლევ რეკომენდაციას თუ რით დააკაონ ცელქი ან დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლე. ასეთი მოსწავლეები ჯგუფის ლიდერისგან იღებენ შემდეგ დავალებებს: მოიძიონ თვალსაჩინოება ან ხატვის ნიჭის შემთხვევაში დახატოს რაიმე. ასევე შეასრულონ ტექნიკური დავალება. ან გაკვეთილზე შეასრულოს კონკრეტული მითითება. მე კი მათთვის წინასწარ ვამზადებ დიფერენცირებულ და შედარებით მარტივ დავალებებს . არ შემიძლია არ ავღნიშნო ერთ-ერთი ჩემთვის საინტერესო მუშაობის
მეთოდი :არგუმენტაცია . ამ დავალებას VI კლასიდან თითქმის ყველა ტესტირებისა და შემაჯამებელი სამუშაოს დროს ვიყენებ. მოსწავლეებს დასაბუთებული მსჯელობა და ნააზრევის წერითი ფორმით გადმოცემა უვითარებს
კრიტიკულ და მაღალ სააზროვნო უნარებს. მაგ: ფარნავაზის რეფორმების ერთი დადებითი და ერთი უარყოფითი მხარე(შედეგი). მათ უნდა ჩამოაყალიბონ და დაასაბუთონ საკუთარი ნააზრევი.
თავი VII. რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები
7.1. რეკომენდაციები
დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებში სააზროვნო უნარების განვითარებისათვის
სასურველია:
ყველა გაკვეთილზე ეფექტური უკუკავშირის მიცემა
გაკვეთილებზე აქტივობების ხშირი ცვლა
დავალებების დიფერენცირება
ინდივიდუალურად დანაწევრებული ინსტრუქციების მიცემა
გაკვეთილზე სახალისო ელემენტების შეტანა
წყაროს ანალიზის მეთოდის ხშირი გამოყენება
ჯგუფური მუშაობის მეთოდის ხშირი გამოყენება
7.2. კვლევის ნაკლოვანებები
კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის, ფაქტი, რომ დრო იყო მცირე. ამის გამო გამოყენებული მეთოდები არ გახლდათ მრავალფეროვანი. უმჯობესი იქნებოდა მეტად დამაჯერებელი შედეგების მისაღწევად გამოყენებულიყო კიდევ არაერთი მეთოდი. ასევე საინტერესო იქნებოდა კვლევაში ჩართულიყო რომელიმე ექსპერტი ან ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი.
თავი VIII. დასკვნა
კვლევა ჩავატარე ჩემი კათედრის 2 წარმომადგენელთან ერთად. აღმოჩნდა, რომ სამივეს ერთი პრობლემა გვაწუხებდა- სააზროვნო უნარების განვითარების არასაკმარისი დონე ნაკლებად წარმატებულ მოსწავლეებში. პრობლემის მთავარი მიზეზი სხვადასხვა მოსწრების მოსწავლეთა არათანაბარი ჩართულობა და მოტივაცია გახლდათ.კვლევის შედეგად ჩვენ უნდა დაგვესახა ამ პრობლემის გამოსწორების გზები.
კვლევამ მიმიყვანა დასკვნამდე, რომ ინტერვენციები, რომლებიც ჩემს კლასებში განვახორციელე შედეგის მომტანი აღმოჩნდა.მოსწავლეები მეტი ხალისით ჩავრთე საგაკვეთილო პროცესში, მინიმუმადე დავიყვანე უფსკრული მაღალი და დაბალი მოსწრების მოსწავლეებს შორის, გაიზარდა მოსწავლეთა თვითშეფასება და მოტივაცია.
ცხადი გახდა, რომ მოსწავლეები აუცილებლად გააუმჯობესებენ სწავლის პროცესს, თუ მიიღებენ დეტალურ ინსტრუქციებს, ეფექტურ უკუკავშირს და სახალისო აქტივობებით შეიცნობენ შესასწავლ საკითხებს.
ბიბლიოგრაფია
ბესარიონ ბელინსკი, შრომები IX , ბათუმი 2007 წ. გვ.-90-93
1) ილია ჭავჭავაძე, ,,სრული განათლების ადეპტი’’. შრომები IX , ბათუმი 2008. გვ.-4-6
2) მ. სიხარულიძე, ,,სწავლის მოტივაცია-თეორია და სტრატეგიები’’. 1 აპრილი.
2013 .maswavlebeli.ge
3) ცვატა ბერძენიშვილის სტატია ,,მოსწავლეთა აზროვნების განვითარება. maswavlebeli.ge 12 იანვარი, 2017.
4) დავით ბოლქვაძის სტატიები:
ა) ,,წყაროები-ისტორიული აზროვნებისა და კვლევის უნარებისათვის“ – 30 იანვარი 2015 წ.
maswavlebeli.ge
ბ) ,,XXI საუკუნის უნარები’’ – 15 აგვისტო.2014 წელი
გ) ,, რამდენიმე სასწავლო აქტივობა მოსწავლის ინტერესის გასაღვივებლად’’- 15 სექტემბერი ,2015 წელი
5) სტატია ,,შემეცნებითი ხასიათის დავალებების გამოყენება მოსწავლეთა შეფასებითი უნარების ფორმირებისათვის’’. maswavlebeli.ge 23 აგვისტო 2013 წელი.
6) ქეთევან ოსიაშვილი , ბლოგერი- maswavlebeli.ge
7) ირინა აბულაძე ,,შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობა და მისი განვითარება’’ maswavlebeli.ge 7 მაისი 2013 წელი
8) მარიამ გოდუაძე ,,როგორ შევაფასოთ - ნიშნით თუ უნიშნოდ’’? maswavlebeli .ge 6 თებერვალი 2017 წელი
9) მანანა რატიანი - ,,კონტურული რუკის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად ‘’. maswvlebeli .ge 27 ოქტომბერი 2015 წელი.
დანართი 1
მშობლის ანკეტირება
(კითხვარი ანონიმურია და დაეხმარება მასწავლებელს გააუმჯობესოს სასწავლო პროცესი)
1) როგორ ფიქრობთ, თქვენი შვილისთვის მიცემული დავალება ისტორიაში რამდენად რთულია?
2) ახერხებს თუ არა თქვენი შვილი დამოუკიდებლად გაართვას თავი საშინაო დავალებას ისტორიაში?
3) რომელი დავალების კეთება მოსწონს უფრო თქვენს შვილს?
ა) მოსაძიებელი ბ) პრეზენტაცია გ) მხოლოდ
დ) სახელმძღვანელოდან დ)სააზროვნო ე) საშინაო დავალება 4) რომელი საგნის მიმართ იჩენს ინტერესს უფრო მეტად თქვენ შვილს?
5) რამდენად ადექვატურად მიგაჩნიათ თქვენი შილის მიმართ მასწავლებლის მიერ გაკეთებული შეფასება?
6) რა რეკომენდაციას მიაწვდით მასწავლებელს თქვენ შვილთან მიმართებაში?
7) როგორ ფიქრობთ უნდა ერთვებოდეს თუ არა მშობელი შვილის სასკოლო-საკლასო ცხოვრებაში აქტიურად?
8) რა დროს ანდომებს ბავშვი ისტორიის მეცადინეობას?
9) რა სიხშირით კითხულობთ თქვენი შვილის აკადემიური მოსწრების ამბავს? 10) როგორ ფიქრობთ, რით შეიძლება სწავლის პროცესის გაუმჯობესება? (თქვენი რეკომენდაცია)
11) რა მეთოდით იგებთ თუ როგორ იცის თქვენმა შვილმა გაკვეთილი?
12) რა მეთოდით და როგორ დაეხმარებოდით თქვენს შვილს?
დანართი 2.
მოსწავლეების ანკეტირება
(კითხვარი ანონიმურია და დაეხმარება მასწავლებელს გააუმჯობესოს სასწავლო პროცესი)
1) რა მოგწონთ ისტორიის გაკვეთილზე?
2) რა არ მოგწონთ ისტორიის გაკვეთილზე?
3) რომელ აქტივობას ანიჭებთ უპირატესობას?
ა)წყაროზე მუშობას ბ) რუკაზე მუშობა გ)დისკუსია
დ) პრეზენტაცია ე) ჯგუფური მუშაობა ვ) დებატები 4) რას შეცვლიდით ისტორიის გაკვეთილზე?
7) რომელი საგანი მოგწონთ უფრო და რატომ?
8) როგორ ფიქრობ, რამდენად ასახავს თქვები შეფასება თქვენი ცოდნის დონეს?
7) რამდენად ინფორმირებული ხარ შეფასების სქემის ( რუბრიკის) შესახებ?
დანართი 3.
კითხვარი პედაგოგებისთვის
(კითხვარი ანონიმურია და დაეხმარება მასწავლებელს გააუმჯობესოს სასწავლო პროცესი)
1) რა წარმოადგენს მთავარ სირთულეს ისტორიის სწავლებისას? (ღია თუ დახურული ტიპის კითხვები და ა.შ.)
2) თუ არსებობს ასეთი სირთულე , რაში მდგომარეობს ის?
3) რა გამოგდის მარტივად და რა კარგად?
4) დაასახელე 3 აქტივობა, რომლის კეთებაც გამოგდის და საინტერესოა? (პრეზენტაცია, დისკუსია, ჯგუფური მუშაობა...)
5) დაასახელეთ 3 აქტივობა, რომელიც თქვენი აზრით ნაკლებად საინტერესო და ეფექტურია?
(შემაჯამებელი, პრეზენტაცია...)
6) შენი აზრით, როგორ შეიძლება სწავლის პროცესის გაუმჯობესება?
რეფლექსია
სსიპ- ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი:
ნათია თავართქილაძე
სსიპ- ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში ჩემი კათედრის 2 კოლეგასთან ერთად ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა- ,,სააზროვნო უნარების განვითარება დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებში’’.
კვლევის მიზანი იყო დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების ნაკლებად განვითარების მიზეზების დადგენა, პრობლემის ანალიზი და გაუმჯობესების გზების ძიება ისტორიის გაკვეთილზე.
კვლევა გრძელდებოდა 2017-2018 სასწავლო წლის დეკემბრის ბოლოდან მაისის
ბოლომდე.
კვლევის შედეგად მივაღწიე დამედგინა პრობლემის მიზეზი-დაბალი მოტივაცია და სხვადასხვა მოსწრების მოსწავლეთა შორის უფსკრული.ამის შედეგად მოხერხდა მიმეღწია მთავარი შედეგისათვის: დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები განხორციელებული ინტერვენციების შედეგად მეტი ინტერესით და ხალისით ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში. მათ თვალნათლივ დაინახეს, რომ მიუღწეველი ამოცანები არ არსებობს და მათაც შეუძლიათ იყვნენ საგაკვეთილო პროცესის სრულფასოვანი მონაწილეები.ამ შედეგის მთავარი დადებითი მხარე ისაა, რომ შეთავაზებული აქტივობები დაძლევადი აღმოჩნდა მათთვის და ისწავლეს საკუთარი პროგრესის დანახვა და გაანალიზება.
კვლევამ დამანახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც ვიყენებდი სხვადასხვა მეთოდებს და აქტივობებს, დიდ ყურადღებას ვუთმობდი უკუკავშირს და ინსტრუქტირებას, მაინც აუცილებელია ყოველწლიურად საკუთარი პრაქტიკის გადახედვა და გადახალისება, ყურადღების გადანაწილება ყველანაირი მოსწრების მოსწავლეზე, ნაკლებ წარმატებული მოსწავლეების გააქტიურებისათვის ახალ-ახალი მეთოდების ძიება და გამოყენება.
აღსანიშნავია, რომ მთლიანად ვერ მოხერხდა დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებში მთელი გაკვეთილის მანძილზე უწყვეტი მაღალი მოტივაციის და აქტიურობის შენარჩუნება ინდივიდუალური სამუშაოების დროს.სააზროვნო აქტივობები მათგან, ბუნებრივია,მეტ დროს მოითხოვს. აღნიშნული საკითხი მომავალში დასაძლევი პრობლემაა და შესაძლოა ახალი კვლევის საგანი გახდეს.
ინტერვენციების შედეგად მიღებული შედეგები აშკარად განსხვავდება მანამდელი შედეგებისაგან.
კვლევის შედეგები გავაზიარეთ როგორც ჩვენი კათედრის და მთელი სკოლის კოლეგებთან, ასევე სხვადასხვა სკოლების დაინტერესებულ პირებთან სოციალური ქსელების საშუალებით. მათგან მიღებული უკუკავშირი დამეხმარა უფრო უკეთ გამეანალიზებინა კვლევის დადებითი მხარეები და ნაკლოვანებები. შესაძლებლობა მომეცა მიღწეული შედეგები გავამდიდრო და გავამრავალფეროვნო კოლეგების გამოცდილებით. მივიღე და გავაცნობიერე ჯანსაღი კრიტიკა, რომელიც დამეხმარება ახალი კვლევების უკეთ წარმართვაში.
ამ კვლევამ დიდი გამოცდილება შემძინა ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
სსიპ- ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი: მაკა მამალაძე ვფიქრობ, ჩვენი კვლევის მიზნიდან გამომდინარე, რომელიც ეხებოდა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებში, მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებები, რომელიც კვლევაზე მუშაობის დროს გამოიკვეთა. თავი იჩინა ისეთმა აქტივობებმა, რომელიც განსაკუთრებით შედეგიანი აღმოჩნდა ასეთი ტიპის მოსწავლეებში სამუშაოდ. ესენია: ჯგუფური მუშაობა, სხვადსხვა ტიპის ისტორიული თამაშები, მათზე მორგებული დავალებები, თანაც სახალისო. ასეთი ტიპის აქტივობებმა ხელი შეუწყო დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლეები უფრო მოტივირებული აღმოჩნდნენ მათი ინტერესიც გაიზარდა ისტორიის საგნის მიმართ.
კვლევამ მიჩვენა, რომ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები ვერ ართმევენ თავს ისეთი ტიპის დავალებებს, რომლებიც მათგან დამოუკიდებლობას მოითხოვენ; უჭირთ პასუხისმგებლობის აღება და ინიციატივების გამოჩენა. სამომავლოდ, კარგი იქნებოდა დამეგეგმა დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური კვლევის წარმოება..
სსიპ- ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი:
მარიამ არეშიძე
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა არც ისე მცირე პერიოდს -- 9 წელს ითვლის . აქედან 7 წელია ვარ სერტიფიცირებული მასწავლებელი და მაქვს ამბიცია ჩემს მოსწავლეებს მივცე ხარისხიანი განათლება თანამედროვე მიდგომებით . ჩემთვის კონკრეტულ საკითხზე მუშაობა და მასალების შეჯამება ერთობ მნიშვნელოვანი გამოდგა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო კოლეგების აზრი ჩემს კვლევაზე და მათგან მიღებული უკუკავშირი. პროფესიული თვალსაზრისით კვლევამ მომცა მოსწავლეებზე მეტი დაკვირვებისა და კონკრეტული აქტივობების წარმატებით ჩატარების გამოცდილება. ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მშობლების მხრიდან გულისხმიერების გამოჩენა და ჩართვა ამ კვლევაში.
ამ კვლევამ დამანახა , რომ მიუხედავად ჩემი მცდელობისა, საუკეთესო შედეგის მისაღწევად აუცილებლობას მოითხოვს ყველა გაკვეთილზე აქტივობების კარგად დაგეგმა და მოსწავლეებისათვის დიფერენცირებული დავალებების მიცემა. სხვადასახვა დავალებების შესრულების დროს კარგად გამოიკვეთება მოსწავლის ცოდნის დონე, აზროვნება და ლავირების უნარი – შეუძლიათ თუ არა პრობლემა დაინახონ სხვადასხვა მხრიდან. მთავარია , რომ საინტერესო და სახალისო გახდეს გაკვეთილი, ხელი შეეწყოს მოსწავლის პიროვნულ და შემოქმედებით ზრდას, კრიტიკული ანალიზისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარის გამომუშავებას, ცოდნის დაგროვებასა და სისტემატიზაციას, თვითგანვითარებას, თვითშეფასებასა და კორექციას. ამგვარი მუშაობით მოსწავლე გაცილებით მტკიცე ხდება პრობლემების წინაშე, არ უშინდება მას, ეძებს და პოულობს გადაწყვეტის გზებს.
ლინქი, სადაც გაზიარებულია ზემოთ მოცემული კვლევა
https://www.facebook.com/groups/259367078115792
Комментариев нет:
Отправить комментарий